К основному контенту

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან / ესსე

* 



შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან
ესსე

  სამყაროს შემეცნება მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი მიდგომით ვერ ხერხდება; თუმც ამგვარ ქმედებისკენ მიდრეკილება ზოგ ცნობილ მეცნიერსა თუ მკვლევარში უცილოდ შეინიშნება.
  ხშირია შემთხვევა, როცა მათემატიკით გაჯერებულ დისციპლინებზე, ”ჩაციკლულ  პროფესიონალთა ნაწილს, იმის წარმოდგენაც კი უჭირს, რომ ჰუმანიტარული აზროვნების მქონე პირთაგან, შესაძლოა ამ მიმართებით, რაიმე ყურადსაღები ითქვას. ამგვარად, სწორხაზოვნულად აზროვნების მქონენი, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა ნაკლებად ძალუძთ ან პროფესიონალური ამპარტავნობის გამო გაურბიან. ჰუმანიტარსაც გააჩნია, რამდენად ახერხებს იგი ლოგიკურ აზროვნებას. წერით, მრავალი წერს, თუმცისე, გრაფომანები მათემატიკურ სფეროშიც უამრავია, მაგრამ მათმათემატიკოსობისხარისხი პრაქტიკული, გაწონასწორებული პერსონის იმიჯს უნარჩუნებს.
  კვანტური სამყაროსიდუმალება დღეს მრავალთა ინტერესს აღძრავს, და რა თქმა უნდა, იგი ლოგიკურად მოაზროვნე მწერლის, ფსიქოლოგის, ხელოვანის ინტერესის სფეროშიც შედის. მაგრამ მათემატიკური ფორმულებით ზედმეტად გატაცებულ ფიზიკოსებმა, რომელთაც ფილოსოფიური აზროვნებით ჩასახული კვანტურობა იმდენად გაამატერალისტურეს, რომ მასთანარაპროფესიონალისმიახლებაც კი, უკიდურესად აღიზიანებთ.
  მრავალთათვის ცნობილი პლატონისა და არისტოტელეს მოსაზრებები, ზედმეტად რომ არ მოვიხმო, პირდაპირკვანტური მექანიკისმამების გამონათქვამებს შეგახსენებთ:
  ”…იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…” ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ.
როგორც ვიცი, ამგვარი აზრს იზიარებს ვერნერ ჰაიზენბერგიც, ანუ ’’წვნიანობა’’ სამყაროს შეცნობის მიმართებაშიც უცილოა.
  ის, რომ ფიზიკოსთათვის, განსაკუთრებით კი, კვანტური მექანიკითშეპყრობილთათვისმათემატიკის ცოდნა აუცილებელია, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამპროფესიონალი ფიზიკოსისთვისფილოსოფიური შემეცნების ნიჭისა და უნარის უცილებლობაზე, ამგვარად მკვეთრი განსაზღვრება, _ზოგადად. ნამდვილად არაა.
  თუ ფილოსოფიური ძიების ნიჭით იქნება შთაგონებული, ხომ კარგი, თორემ, არც არაფერი დაშავდება, მთავარია მათემატიკურ უნარებს ფლობდეს.
  გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი შთამაგონებელი ფრაზა: როცა ფიზიკოსები შემეცნების მწვერვალს მიაღწევენ, ისინი, იქ მისტიკოსებს აღმოაჩენენ
  პითაგორა კი, მათემატიკას სამყაროს ენად მიიჩნევდა. ეზოთერიკული ხედვებიც ამას გვიდასტურებს. მათემატიკის სილამაზეზე, მრავალი ესსეა გამოქვეყნებული სხვადასხვა ენაზე; ბევრი მოფანატო სუბიექტი იქამდეც მიდის, რომ ქედმაღლურად აცხადეს, ვისაც მათემატიკური გათვლებით აზროვნება არ შეუძლია ის სრულფასოვან პიროვნებად ვერ ჩაითვლებაო.
ვფიქრობ გადაჭარბებულია, და არა მარტო, ამგვარი უკიდურესობა, არამედ, თავად მათემატიკის ასე გაფეტიშება, რადგან მიმაჩნია, რომ იგი უპირველესად ფილოსოფიური ინტუიციისა და ჭვრეტის ნაყოფია. და ვფიქრობ, კაცობრიობისსალაპარაკო ენაადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული აზროვნების მადლი გახლავთ; მადლი ცნობიერების უნარისა, რომლის სამყარო, მხოლოდ მცირედითაა შესწავლილი და რომელიც, მხოლოდ ადამიანის თავშიგანთავსებულტვინში, არც იწყება და არც იქ მთავრდება.
  თუმც, სრულიად ვეთანხმები, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ღრმადჩახედულ, უნივერსალური ნიჭის მქონე ლომონოსოვს, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას შეახსენებდა: ”მათემატიკა, თუნდაც იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ მან გონება წესრიგში მოიყვანოს”.
ქართველმა კი, თუნდაც იმიტომაც, რომ სკოლაში სწავლისას გენიალური რუსთაველისვეფხისტყაოსანშიდასმულ შეკითხვას, ”ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:” _ მარჯვედ უპასუხოს.
  დიახ, მე მათემატიკოსი არ ვარ, მაგრამ სასკოლო პროგრამიდან ოთხი სასიცოცხლო სიბრძნე: მიმატება, გამოკლება, გაყოფა და გამრავლება, ნამდვილად კარგად მახსოვსცოტა-ცოტა, სხვა რამეცხანდაზმულობისას კი ინტერნეტში, ცნებაწმინდა მათემატიკისგანმარტებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, ალბათ იმიტომ, რომ მისი არსი პრაქტიკული გამოყენებისთვის მოტივირებული არ არის და სრულიად აბსტრაქტულ საკითხებს შეისწავლის, ანუ ეფუძნება აზროვნებით ოპერაციებს. დაიგი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ სინამდვილის თავისებურებანიწმინდა სახით“. მეცნიერების ყველა ცნება (ღირებულება, სიკეთე, რიცხვი, მატერია, მასა, ატომი და ..) სწორედ აბსტრაქციის გზით არის მიღებული. აბსტრაქცია, როგორც ფსიქოლოგიური აქტი, ადამიანის აზროვნების ოპერაციაა…” ალბათ მიმიხვდით, შემოქმედებითი ბუნების ადამიანისთვის ამგვარი მიმართება, უფრო მოსახერხებელია. ისე, ცნებამათემატიკაბერძნული წარმოშობისაა (μάθημα (máthema) და იგიმეცნიერებას, ცოდნას, სწავლასნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“.  და ვგონებ, რეალობაში, ”მათემატიკოსისანუსწავლის მოყვარულსწოდება ქე მეკუთვნის.
  ზოგიერთიპროფესიონალიდაჟინებით ამტკიცებს მათემატიკის ენა ღვთიური ენაო. კი ბატონო, მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ, არის მასში, რაღაც ჯადოსნური. იგი, როგორც მეცნიერება, ხომ აბსტრაგირებას ეფუძნება, ანუ მატერიალური სინამდვილეში, რაიმე საგნის, თუ სულიერი არსის შინაარსის შეგულებას და მის გარკვეულ ფორმად გათვითცნობიერებას. (ვთქვათ, გეომეტრიული ფიგურები და ასე შემდეგ). აღსანიშნავია ისიც, ამ მეცნიერებაში, უპირველესად შერაცხული თალეს მილეტელის იონურ სკოლაში, როგორც მათემატიკური ინტუიციის, ისე მათემატიკური დებულების დასამტკიცერბლად უპირატესობას ლოგიკას ანიჭებდნენ. ცნებალოგიკაკი მოგეხსენებათაღარ გავაგრძელებამ თემის მიმართებით კომპილაციურ მანევრირებებს, რადგან ეს საუბარი იმისთვის წამოვიწყე, რომ დაინტერესებულ მკითხველისთვის შემეხსენებინა, მკვლევარისთვის, რომელიც სამყაროს წიაღიდან მოვლენილი ინტუიციით საზრდოობს, რიგითიპროფესიონალებისმიერ, პოსტულატად ქცეული მათემატიკისუცილობო ცოდნაცვერ იქცევა დაბრკოლებად. მით უფრო კვანტურ სამყაროშირადგან არსებობსშეგრძნებითობისენაცსამყაროში კი, მუდმივი არც არაფერიახოლო ატომების უსასრულო დაყოფაზე მსჯელობა-კამათი, ანტიკური ეპოქიდან დღემდე შთამბეჭდავად გრძელდება.
  ერთ, თითქოსდა უბრალო, მაგრამ დღევანდელი კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან მოვლენის შეახებ, ადამიანთა უმეტესობას, ნებსით თუ უნებლიეთ, ძალზე ზერელე წარმოდგენა აქვთ. უფრო მეტიც, ბევრის ცხოვრება ისე გაივლის, რომ ოდნავადაც კი არ ეძლევა საშუალება, ამ საკითხზე შეფიქრიანდესელექტრომაგნიტურ ტალღებზე მოგახსენებთ, რომლებიც უხილავნი არიან, მაგრამ მათი წყალობით, ყველაზე კარგად ხდება გარემო სამყაროს აღქმა.
  კაცობრიობის მეხსიერებიდან ცნობილია, პირველი ადამიანი, ვინაც აღმოჩინა, რომ ელექტრონი (ბერძნული სახელწოდება) ანუ ქარვა, შალზე ხახუნის შედეგად მსუბუქ სხეულებს იზიდავდა თალეს მილეტელი ( 640_564 ძვ. . აღ.) გახლდათ. შემდეგ გაირკვა, რომ დაელექტროების, ანუ მიზიდვა-განზიდვის უნარი სხვა სხეულებსაც აღმოაჩნდათ. მას შემდეგ უამრავი საუკუნე გავიდა, და როგორც იქნა შოტლანდიელმა მეცნიერმა ჯეიმზ კლარკ მაქსველმა (. 13 ივნისი 1831. 5 ნოემბერი 1879)ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა იწინასწარმეტყველა. ამ მიმართებით სხვა თვალსაჩინო აღმოჩენებზე ჩემგან საუბრის გაგრძელება უხერხულია, რადგან ქვეყნად ფიზიკის სახელმძღვანელოები მრავლადაა. ეს შესავალიც იმიტომ მოვიშველიე, რომ ამ ესსეში, ჩემში ფილოსოფიური ნიშნით აისბერგივით ამოწვერილი, ერთი მარტივი საკითხი ამეხსნა, რა თქმა უნდა, უპირველესად საკუთარი თავისთვის. ყოველი ამ აღმოჩენის, მათემატიკური გათვლების, განტოლებების და სხვა, რეალობად ასახული ფაქტების მიუხედავად, დედაბუნებაში, ელექტრომგნიტური გამოსხივება უდაოდ, იქმდეც არსებობდა; შესაბამისად, შეუფერხებლივ ხდებოდა ენერგიისა და იმპულსის გარემოში გავრცელება. ანუ მიუხედავად ამ მოვლენის უხილაობისა, მის რეალურ წარმომავლობაში, რეალურად ვარ დარწმუნებული. მაგრამ აქვე, თავს მახსენებს იჭვი, რომ დღეს, ასეგარეალებულკვანტური სამყაროს მიმართ, მსგავსი დამაჯერებლობა არ გამაჩნია, თუმც, იმასაც ამბობენ, ცნებები, მოვლენები, რაც მეოცე საუკუნეში კვანტურმა ფიზიკამ ახსნა, ათასწლეულების წინათ, ბუდისტურ ტექსტებში იყო აღწერილი.  ვფიქრობ ყოველივე ის, მაინც ფრაგმენტულ სახეს ატარებდა, იმ დრომდე, სანამ კვანტური სამყაროს მამების, და სხვა, მათ თანამოაზრეთა მიერ, ამ უხილავი მძლავრი სისტემისგათვლა-დამზერაარ შედგა.
  რა თქმა უნდა, ამ საკითხთანგადოგმატიკებულიფიზიკოსები, (მათ შორის პროფესორები, აკადემიკოსები) ჩემს ამგვარ განაცხადს ყურადღების ღირსად არ ჩათვლიან, თუ ჩათვალეს, დიდად გაიკვირვებენ, კი მაგრამ მათემატიკა-ფიზიკის (განსაკუთრებით მათემატიკის) რიგიანად არ მცოდნე, მხოლოდ აღქმის მოიმედესუბიექტი”, ამდენს, როგორ ბედავსო. მსგავსი პერსონებს მინდა გავუმხილო, ამგვარი იჭვი მხოლოდ და მხოლოდ ფილოსოფიური ძიებით არის განპიროვნებული,
უფრო მეტიც, ”კვანტური მექანიკისმამები:-მაქს პლანკი ( 1858-1947 ) ერნესტ რეზერფორდი ( 1871-1937 ), ნილს ბორი ( 1885-1962 ), ლუი დე ბროილი ( 1892-1987), ერვინ შრედინგერი (1887-1961) თავად ცდილობდნენ მიმდევრებისთვის აეხსნათ, რომკვანტური მექანიკისსამყარო დოგმურ საწყისად არ ექციათ, ანუ, ფილოსოფიურ-მათემატიკური ძიებებით მიღებული შედეგები შაბლონებით არ შეეზღუდათ.
   კვანტური სამყარო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აბსტრაქრული ფიზიკური აღწერა, არასწორია იფიქრო, თითქოს ფიზიკის ამოცანაა აღმოაჩინო როგორია ბუნება. ფიზიკას ეხება ის, რისი თქმაც ბუნებაზე შეგვიძლია.”.ნილს ბორი
  უნდა გვახსოვდეს ჩვენ ვაკვირდებით არა თვითონ ბუნებას, არამედ ჩვენი შეკითხვების მეთოდებით გამოვლენილ ბუნებას”. ჰაიზენბერგი
  მეცნიერება ვერ გადაწყვეტს ბუნების მაქსიმალურ იდუმალებას, ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ბუნების ნაწილები ვართ და მაშასადამე იდუმალების ნაწილები, რომლის ამოხსნააც ვცდილობთ.” მაქს პლანკი
  შეგვიძლია სხვა სარწმუნო ამონრიდებიც მოვიყვანო, მაგრამ ამის შესახებ, ამ საკითხებში, მართლაც, რომ კომპენტეტური მეცნერები წერენ. საინტერესო ლექციების ციკლი წარმოადგინა  გამორჩეულმა მკვლევარმა ინგლისურენოვანმა  ლეო გურამ. იგი, ერთგან ამბობს:
  ”…რასაც კვანტური მექანიკა აკეთებს, ეს მათემატიკური მოდელია, ეს ცნობიერებაში ფიქრია. მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს კვანტური მექანიკა იმაში, რასაც მისით აღვწერთ. კვანტური მექანიკა რუქაა და როგორც ვიცით რუქა არ არის ტერიტორია, მენიუ არ არის კერძი. კვანტური მექანიკა მენიუა და არა კერძი. ამგვარ შეცდომებს ბევრი თანამედროვე მატერიალისტი მეცნიერი უშვებს. მათი ჩათვლით ვინცკვანტურ მექანიკაზემუშაობს, რაც სასირცხვილოა.”
  ჩემი, როგორც მოყვარული მკვლევარის საძიებელი, თითქოს, არც არაფერი დარჩა, მაგრამ, მე ისევ შევეცდები, ამ საკითხით დაინტერესებულთ ჯიუტად შევახსენო: და მიუხედავად, ყოველივე ამისა, ყოველივე ინტუიციური იდეით დაიწყო.
  გენიალური ნორვეგიელის მეცნიერული ალღოს წყალობით რეალურად აისახა, ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავი, ”დამზერადობაზეაგებული ჯადოსნური სივრცე. მისი და მის თანამოაზრეთა ძალისხმევით მათემტიკური მოდელი თანამიმდევრულად ჩაისახა. ნილს ბორმა იმისთვის, რომ კვანტური სამყაროს მომავალი გადაერჩინა, კვანტური მექანიკის საწყის წერტილად, ახალი პოსტულატები აიღო… 1913 წელს, ბორისეული ატომის,  დასურათხატების მიხედვით, ელექტრონები,  ერთი დასაშვები ორბიტიდან მეორეზე, _ ზევით და ქვევით , ნახტომებით გადადიანამმანევრებსთან ახლავს გამოსხივება-შთანთქმა ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგიის კვანტისა…” რომელიცფოტონადმოინათლა”… ყოველივე ეს, კიდევ ამ თემასთან დაკავშირებული მრავალი სხვა, შემდგომ კვანტური მექანიკის ჩარჩოებში, მკაცრ სისტემურ ფორმულირებას დაექვემდებარა. სტანდარტული მოდელის ფუნდამენტური ნაწილაკებიც, ასევე თანამიმდევრულად ამოლაგდნენ. მართალია, ამგვარი აღმწერი თეორია, ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, მაგრამ, ყველა ესკვარკებისგანშემდგარი ელემენტარული ნაწილაკები და საერთოდ, ეს ორაზროვნულილეპტონები”, ”თეორიულები”; ”უცნაური”,”მომხიბვლელი”, ”ელექტრონი”, ”ტახიონი”, ”გრავიტონი”, ”გლიუონი”, ”ბოზონი”, ”პროტონი”, ”ნეიტრონიდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმ კვანტური უხილავ-ხილულობისრეალობაა”(ტალღა და კორპუსკულური თვისებები), რომელისგანაც, დღევანდელ ყოფაშიმობობოქრეთვალსაჩინო ტექნოლოგიებისაზრდოობენ, და რომლთა გარეშეც დღევანდელობა შესაგრძნობად უფერული გახდებოდა; ოპტიკური მოწყობილებები, ტელესკოპები, კომპიუტერული ტექნოლოგია, სმარტფონები, ვიდეოთამაშები, GPS – სატელიტური მონიტორინგის სისტემა სატრანსპორტო კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის.
  მინდა შეგახსენოთ, ესსტრუქტურა”, მრავალმა ფიზიკოსმა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იცის. ჩემი სურვილია ავხსნა, ”კვანტური მექანიკისიდუმალი სამყაროს შეცნობის შანსი, ჩემნაირ მოკვდავსაც გააჩნია.
  უკვე ფართოდ ცნობილი მოსაზრე,ბა, რომ ადამიანის ტვინში 11 განზომილებაა აღმოჩენილი (შესაძლოა უფრო მეტსაც მოიცავს),  რაც იმის საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ მომავალში შესაძლოაკვანტური სამყაროსპარალელური ან თუნდაც საპირისპირო დამზერადი სივრცეებიც იქნას აღქმული. რა თქმა უნდა, მომავალი სისტემის გასათვლელად და დასამკვიდრებლად  პროფესიონალები, მათემატიკას მოიშველიებენ, თუმც შესაძლოა, თავად პითაგორაც კი გაწბილებული აღმოჩნდეს და გაცხადდეს, რომ მომავალი სამყაროს სრულფასოვდნად ასახისათვის, სულ სხვაშიფრისაღქმა-შემუშავება გახდება შესაძლებელი. ამგვარი ხედვებით, თანამედროვე მკვლევარებშიც გამოირჩევა მცირე რიცხვი მოზროვნეებისა, რომლებიც დამაჯერებლად შეახსენებენპრაქტიკოს ფიზიკოსებსრომნებსით თუ უნებლიეთკვანტური მექანიკისფესვებს არ მოსწყდნენ.
  მე, როგორც ამგვარიფილოსოფიურკვლევას მოწყურებული, ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის”. ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის”, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალისხატოვანი მოტივაციებისმოთავე და მესვეური, ვცდილობ, ამ შეხედულებათა გარშემო აღძრული ხედვები მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურითნაწრთობმოყვარულ მკვლევარის თვალთახედვით წარმოვაჩინო.
  დიახ, ცნობილიდამზერადობისგარეშე, ადამიანი კვანტურ სამყაროს ვერასგზით ვერ აღიქვამს. კი, ფიზიკოსისთვის მათემატიკის ცოდნა, თითქმის აუცილებელია, მაგრამ, ის რომ გამონაკლისი დაუშვებლად მივიჩნიოთ, ესეც მიუღებელია, რადგან ისევ და ისევვამხელ”, თუ მეცნიერი გარკვეულწილად სამყაროსეული ნიჭით ანუ ღვთიური მადლითაა დაჯილდოებული, მაშინ არა მარტო ფიზიკაში, არამედ, მასთან მონათესავე სხვა მეცნიერებეშიც, საგულისხმო მიგნებებს, მათემატიკის ცოდნის გარეშეც შეძლებს:
  ამის მაგალითად მაიკლ ფარადეის მეცნიერულ-შემოქმედებითი მოღვაწეობაც კმარა. როცა მან 1821 წელს თავის დღიურში ჩაწრა: ,,გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად", როგორც, მისი ბიოგრაფიიდან მტკიცდება,  მათამატიკაში ნაკლებად განსწავლული იყო. ფიზიკოსმა, რომელმაც არ იცოდა მათემატიკა. ინგლისელი გამომგონებელი მაიკლ ფარადეი, ერთი იმ გამორჩეულთაგან იყო, ვისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ, მასშტაბური ელფერი შესძინა კაცობრიობის ისტორიას. და მისმა თეორიამ ელექტრომაგნიტური ტალღების შესახებ ეინშტეინიც კი შთააგონა.
  ფარადეი, გამორჩეული ექსპერიმენტატორი, თავის შეხედულებებს მარტივი და გასაგები ენით წარმოაჩენდა. მან თავისი თეორია ძალისმიერი ხაზებისა, ძალიან უბრალო ხერხით შეიმუშავა, წარმოაჩინა ისინი, როგორც რეზინის ლენტები. მეცნიერები, როგორც ჩანს კარგახანს ცოდვილობნენ თუ რა სახით აღექვათ ფარადეის ძალისმიერი ხაზები. რომ არა ჯეიმს კლარკ მაქსველის მიხვედრილობა, რომელმაც ისინი მათემატიკურად აღწერა. ”დაბნეულიფარადეი ძალზე ცდილობდა მაქსველის განტოლებებში გარკვეულიყო. (რომელსაც შემდგომ მაქსველ-ფარადეის განტოლებად მოიხსენიებენ) მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათში უიმედოდ გაიხლართა თუ მიიჩიხა და  მაქსველს თხოვნითი წერილი მისწერა, რომგადათარგმნეთ ეს იეროგლიფები, ადამიანისთვის გასაგებ ენაზე, რათა მათი გაგება თავად მე შევძლო”.
  მეცნიერების წიაღიდან სხვა მსგავსი მაგალითების მოყვანაც შეიძლება, ანუ არსებობსშეგრძნებითობისენაცრისი საშუალებითაც ეპოქალური აღმოჩენებიც კი, საკმაოდ უბრალოდ, მარტივად იქნა მიგნებულიეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკას სამყაროს აღწერის უმთავრესი მნიშვნელობა რითიმე გაუფერულდეს. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გარკვეულ შემთხვევაში, მისი არცოდნა დამაბრკოლებლად ვერ იქცევა, ანურიგითებზეგათვლილი ფორმულირება სამყაროს წიაღიდან მოვლენილ მკვლევარებს არ ეხებათ.
და მით უფრო, თავად მე მსგავს აღმოჩენაზე კი არ ვაცხადებ პრეტენზიას, არამედ, ფილოსოფიური შეფერილობის ჩემეული მოსაზრების მოკვლევას ვცდილობ. ანუ დედაბუნებაში ელექტრონი, ელექტრომაგნიტური ტალღები, ოდითგანვე არსებობდა,  ხოლო კვანტური ბუნება სამყაროს შემოქმედებითი სტიქიის მომდევნო შედევრია, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საყოველთაოდ ცნობილია, სამყარო ყოველდღიურად იცვლის სახეს. რათა, როგორ ჩემეულ სტროფშიკოპენჰაგენის ინტერპრეტაციისინტერპრეტაციაში მაქვს გამოთქმული:

სამყარო ცდილობს ჩვენს გონს აამოს,
ჩვენს მშფოთავ სულებს მიესადაგოს,
ნართაულ ნირში გადასხვაფერდეს,
ჩვენს ამბიციებს გასწვდეს, უწამლოს

და რადგან, ფიზიკოს-პროფესიონალებისთვის, ასევე საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში ჩემზე უკეთ განსწავლულ პირებისთვის, ჩემი სამეცნიერო ავტორიტეტი საიმედო ნამდვილად ვერ იქნება, თვალსაჩინოებისათვის, კვანტური მექანიკის  მამებისა და სხვა სამეცნიერო ავტორიტეტების შეხედულებებიც კვლავ მრავლად შემიძლია წარმოვადგინოთუმც, კომპილაცური მანევრებით თავს არ მოგაბეზრებთ
  ასე ხელაღებით არ იცვლება საზოგადოების ფსიქიკა; უმეტესწილად, კვლავ ინერციით ვმოძრაობთგამუდმებით "კარგისკენ" მივექანებით, მაგრამ იმცუდსგულმოდგინედ მივათრევთ თან… (..) /5 ნოემბერი, 2011. /სახელდახელო აზრები_ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე.../ ეს ჩანაწერი მაშინ გამახსენდა, როცა ინტერნეტში, პტოლემეოსის გვარს წავაწყდიარისტოტელე-პტომელეს გეოცენტრული სისტემის მიხედვით დედამიწა უძრავ მდგომარეობაში იყო  და თავად მზე, იმჟამინდელი ასტრონომებისთვის ცნობილი პლანეტები  მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდნენ. ამგვარმა წარმოდგენამ მთელი 1000 წელი იარსება. კი, არსებობდა ალტერნატული ხედვაც (ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ), ბერძენი სწავლულის არისტრაქ სამოსელისა (310_230 წწ.), მაგრამ მაშინდელი და მომდევნო მმართველი ელიტებისთვის, ის უფრო მისაღები გახლდათ, რომ დედამიწა ყოფილიყო სამყაროს ჭიპი. რადგან ქვეშემრდობებს, ბატონ-პატრონთა გარშემო უნდა ეტრიალათ, მზეცა და მთვარეც მათზე უნდა ამოსვლოდათ; იმდროინდელი ყოფისდა მიხედვით, ბევრი მათგანი, ქალაქების გამორჩეულ ადგლებზე აღმართულ, დიდებით შემკულ, თავიანთ ქანდაკებებზე ოცნებობდნენ.
  და თუმც, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა, საუკუნეების შემდგომ ნიკოლოზ კოპერნიკმა (1473 – 1543 წწ.). თავის წიგნში თამამად ასახა, ინკვიზიცია ამ თეორიას სასტიკად დაუპირისპირდა, და წიგნიც აკრძალაისე კი, ამგვარი მსოფლმხედველობის წარმოჩენასა და დამკვიდრების მცდელობამ არა მარტო ჯორდანო ბრუნოს სიცოცხლე იმსხვერპლა, არამედ, მრავალ პროგრესულდ მოაზროვნე მკვლევარსაც დაუმძიმა ყოფა ბოლოს და ბოლოს გეოცენტრული სისტემა”, თითქოსდა წარსულს ჩაბარდა, არადა, დედამიწაზე კვლავ მრავლდ მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც სამყაროს საწყისი, ისევ და ისევ დედამიწა ჰგონიათ. მეცნიერება კი, თავდაუზოგავად მიიწევს წინ, თუმც, ზოგი მისი წარმომადგენელი, მოწინავე იდეალთან ერთად, გარკვეული სტერეოტიპის მატარებელია.
  დიახ, ფარადეიმ, როცა მან 1821 წელს თავის დღიურში ჩაწრა: ,,გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად", მათემატიკა, ნამდვილად არ იცოდა, მაგრამდა ეს დამაფიქრებელი მინიშნება უნდა იყოს, იმ იმ მეცნიერთათვის, რომელთაც, ფიქრშიც კი, მეტისმეტი სწორხაზოვნება სჩვევიათ
  არაფერი არსებობს უსასრულობაზე უფრო რეალური” (ლეო გურა). ცნობილი მკლევარის ეს დასკვნა, მართლაც უშუალო და შთამბეჭდავია, მაგრამ, ჩემეული ეჭვიც მახსენებს თავს: ბოლოს  ბოლოს, რეალობისა და არარეალობისდამგემოვნებელიდა  წარმომჩენი, ჯერხანად, კვლავაც ადამიანი, ან მის მიერ შექმნილი ხელსაწყოებიაამგვარრეალობასკი, უალტერნატივო უსასრულობის თავისებურ ჩიხში შევყავართ
  ხშირად ინტერესით ვეცნობით, მიმზიდველად გათვლილ, მდიდარი კომპილაციური წიაღსვლებით შემკულ პროექტებსმაგრამ, მერე ვხვდებით, რომ ესა თუ ის ავტორი, ნებსით თუ უნებლიეთ დროის რბოლას, ეპოქის დაჩქარებულ რიტმს, ალღოს ვერ უღებსერთი რამ კი, საგულისხმოდ უნდა გვახსოვდეს, სამყარო ყოველ წამს სახეს იცვლის, და ეს რომ გააზრებულად აღვიქვათ, ცნობიერების ბევრდ უფრო მაღალ დონეები უნდა გავხედნოთ
და ის იყო, სწორხაზოვნადჩაციკლულებთანჩემეული შეხმიანება (შენიშვნა-მოკვლევა) დასრულებულად მივიჩნიე, რომლიტერატურული საქრთველოსმორიგი ნომერის გადათვალიერებისას (18 იანვარი, 2019 .) ჩემთვის საინტერესო სათაური შევნიშნე: ”მატრიცის არსი”. რა თქმა უნდა, ავტორის ვინაობამაც დამაინტერესა. ”ჰუმანური განვითარების აკადემიის სახელით იური აბზიანიძე”, ამოვიკითხე წერილის ბოლოს. სახელი და გვარი, თითქოს მეცნობა და მალევე გავიხსენე, ”ლიტერატურულ საქართველოსრომელიღაც ნომერში,  ბატონ იურის ლექსები ჰქონდა გამოქვეყნებული. სანამ გავიხსენებდი, სტატიის ნახევარი უკვე წაკითხული მქონდა. უდაოდ საინტერესოდ იკითხებოდა.
  სტატია, ავტორისეული განმარტებით ეძღვნებოდა:გამბედაობითა და ალღოთი გამორჩეულ პიროვნებას, კვანტური ფიზიკის სპეციალისტს, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორს, პროფესორ თამაზ ბუთხუზსდა მის ცნობილ პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის მეცნიერულ ნაშრომს, რომლის სახელწოდება გახლავთმატრიცული თეორია”.
  ბატონი თამაზის საზოგადო-სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, ადრეც მსმენოდა, ინტერნეტში აქა-იქ მის და მისი მოღვაწეობის ამსახველ სხვადასხვა მასალას ნაწილობრივ ვიცნობდი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იგი ფრიად ერუდირებული პიროვნებაა, მაგრამ ახლა, როცა მისი თანამოაზრის (მიმდევრის) მიმოხილვას უფრო გულდასმით გავეცანი, ”მატრიცული თეორიისზოგიშეგონებახელოვნური მეჩვენა. ”აბა რა…”, შესაძლოა დამცინავად ჩაიღიმილოს ვინმემ, მათ გააზრებას ხომ, როგორც ბატონი იურის სტატიაშია მითითებული, ”…სჭირდება ექსპონენციალური (კვაზიაპოსტერიალური) აზროვნება…”
  ცოტა არ იყოს შევკრთი, მართალია, ათეული წლების წინათ, 1974 წელს, თელავის ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარზე, ჩემი მოთხრობების მიმოხილვისას კი აღნიშნეს: ”…ზოგჯერ გაკვირვებასაც იწვევს ავტორის მიერ ადამიანის სულიერ სამყაროში ღრმად წვდომის, ფსიქოლოგიურ ლაბირინთებში დანახულის დამაჯერებლად, შთამბეჭდავად ასახვის უნარი…” (18 ოქტომბერი, 1974 .) მაგრამ, იმის შემდეგ ამნიჭიერებისგამო, იმდენი შავი დღე გადავიტანემაინც, არ შევდრკი, რადგან ნაშრომის ავტორი მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას სიცოცხლის სული, რომ შთავბეროთ, ”…ამისთვის უპირველესია, ახალ, მაღალ აზროვნებაზე კვანტური ნახტომიამგვარიკვანტურობითდამუხტულს, რა შემაჩერებდა, თანაც, იქვე ამიხსნეს: ”მატრიცის უპირველესი დანიშნულებაა, რომ მთლიანი სოციალური სისტემის მთავარმა ქვესისტემამ იგრძნოს მაღალი აზროვნების მოთხოვნილება და მასზე გადასვლა.
მთავარ ქვესისტემაში მოიაზრება კონგენიალურ ადამიანთა ის მინიმალური რაოდენობა (საქართველოსთვის 270-300 ადამიანი), რომელიც შეძლებს მაღალი აზროვნების დონეზე ექსპონენციალურად გადასვლას და იმ მაღალი დონიდან დონეთა სხვაობის იმდენად შემცირებას, რომ ამაღლება ხელმისაწვდომი გახდეს სოციუმის დარჩენილი აქტიური ნაწილისთვის. აი, ამ  მთავარი ქვესისტემის ჩამოყალიბებიდან არის შესაძლებელი ზემოთ დაანონსებული 18 თვეში ხელშესახები ეკონომიკური ამაღლება, რასაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე იგრძნობს…”
გადავწყვიტე, ამ საინტერესო თეორიის არსსა და შინაარსს ინტერნეტ-სივრცეში, უფრო გულდასმით გავცნობოდი.
ბედად ბატონი თამაზის ლექციების ციკლს წავაწყდი და ერთერთ ვიდეოჩანაწერში, ”მატრიცული თეორიისავტორისგან აი რა მოვისმინე:
და თუ ვინმე მოვა თქვენთან და შეგპირდება, რომ ის გადაარჩენს საქართველოსგააბრწყინებს, აგისრულებთ ოცნებებს და ის გაგებაში არ არის, თუ რაამათემატიკური მატრიცა”, ჩათვალეთ,  რომ თქვენს წინაშე დგას ან პრიმიტიული ადამიანი ან პროფესიული აფერისტი, ანუ ის ადამიანი, ვინც ცდილობს რთული ამოცანის ამოხსნასმათემატიკური მატრიცისგარეშე და არ იცის რა არისმათემატიკური მატრიცაის განწირულია.” თამაზ ბუთხუზი - მატრიცული თეორია 03.05.2015
ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემს მისწრაფებაში შევბრკოლდი; პრიმიტივებს და აფერისტებს, ამ ქვეყნად რა გამოლევს, მაგრამ,  ვთქვათ მორწმუნე, ყოველგვარი რეგალიების არმქონე ადამიანი,  გულმხურვალედ ირწმუნება, რომ თუ საზოგადოება ქრისტიანულად იცხოვრებს (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად და არა ფარისევლურად) ქვეყანას ნამდვილად ეშველებარა, მის გულწრფელობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ?! სხვა, უამრავი ფაქტორია, რომ უკეთესად ვიცხოვროთ; სიბეჯითე, კანონმორჩილება, საზოგადო საქმისადმი გულშემატკივრობა, ემპათიკური გაგება, კრეატულობამესმის, კარგად გააზრებული ეკონომიკური სისტემა, ადამიანთა განსწავლულობა, საიმედო საფუძველია უკეთესი მომავლისა, მაგრამ, ასე მოჭრით ”…ექსპონენციალური (კვაზიაპოსტერიალური) აზროვნებით…” ფონს გასვლა, არ მგონია, რომ მოხერხდეს. თუმც, ამგვარი აზროვნების დაუფლების მსურველი, უკვე საწყისშივე შეურაცხყოფილია. გამოდის რომ მხოლოდმათემატიკური მატრიცისცოდნაა პანაცეა. როგორც ვიცი, ბატონი თამაზი, ათეულობით წელია ატარებს ლექციებს, მისი თეორიის დასამკვიდრებლად და ცოტა არ იყოს გასაკვირია 200-ამდე მაღალგანვითარებული მიმდევარი, რომ ვერ გამოუჩნდა. ერთიცაა, ბატონი თამაზი, ათწლეულობით ნალოლიავებ თავისმოძღვრებაშიარ, ან ვერ ითვალისწინებს, რომ გასული საუკუნეების მისტიცისადმი მიდრეკილი ფსიქოემოციური სასიცოცხლო გარემო, გვარიანად დეფორმირებულიადა ვისთვის აშკარად და ვისთვის შეუმჩნევლად, ჯერ კიდევ, ასე თუ ისე ადამიანური უშუალობით ნაკარნახევი ფსიქოემოციური სამყარო გვეცლება ხელიდან. და ისიც ცნობილია, საზოგადოების გაკეთილშობილების მოსურნემორალური პრინციპებითგამორჩეულმაღვთაებრივმა პითაგორამ (პითაგორა სამოსელი _ძვ. აღ-ით 570-495 წლები), რომელსაც ღრმად სწამდა, რომ "ყველაფერი არის ციფრი", თუმც, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ,  ხალხის მმართველობის დამყარებასრულფასოვნად ვერ განახორციელასამწუხაროდ, ვერცდაფარული ცოდნის ფლობამუშველა. ამით, იმის თქმა მინდა, რომ სამყაროშიპანაცეაარ არსებობს
  არვინ იფიქროს, თითქოს ტექნოლოგიური ცივილიზაციის მოძულეობა მქონდეს გუმანშიჩემი განზრახვაა, ქვეყნის ხსნად, ერთჯერადად გააზრებულ კონცეფციებთან, პროექტებთან  დღევანდელი ადამიანის ცნობიერებისა და სულიერების შესაბამისობა წარმოვაჩინო ანუჰომოსაპიენსი’, რომელიც პროქტების ავტორებს, თავიანთ თანამოზარედ წარმოუდგენიათ, უკვე არ არის ბუნების უშუალო შვილი; აქ, შესაძლოა მკითხველს ჩვენთან ყბადაღებული,  მე ის თამრო აღარა ვარ…” გაახსენდეს. არა, საყოველთაოდ აქამდე ნამდვილად არ მისულა საქმე, მაგრამ ერთი რამ უდაოდ ნამდვილია, რომ არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ მთლიანად კაცობრიობა, იმ შემეცნებით-ფსიქოლოგიურ განზომილებაში კარგა ხანია აღარ იმყოფება, ანუ საკაცობრიო იდეალებით ნასაზრდოებ მორალის, პატრიოტიზმის, რომანტიკის სრულად მატრებელი ნამდვილად ვერაა. ის კი არა,  გარკვეული სოციალური ჯგუფების მიერ დიდი აქტივობა მჟღავნდება, რათა ქვეყანა ტრადიციული პასუხისმგებლობებიდანგათავისუფლდეს…” თანაც, გვინდა არგვინდა, ახლო მომავალში, გარკვეულ ადამიანურ პროფესიებს ბიორობოტები შეითავსებენ. და როგორც ერთგან აღვნიშნე: ანდროიდული, ბიორობოტული სამყარო, უკვე, გარკვეულ უფლებებს იბევებს მოზარდთა სულებსა და გონებაზე; მომავალი  მსოფლიოს ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ ამინდს ქმნის. და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულსმომხდურებიდაეპატრონებიან
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამგვარი განწყობით დამძიმებულ ეპოქაში, ინტელექტუალური ერთობის შემზადებას, ძლიერი ძალისხმევა სჭირდება, უპირველესად გონივრული აღზრდა და რაც მთავარია, ქართულ საგანმნათლებლო დაწესებულებში ეროვნული სულიერების აღორძინებისკენ სწრაფვა.

ჯანრი გოგეშვილი

 ***


*
*

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში იუმორნარევი ესსე ერთხელ აინშტაინს უთქვამს : ” მინდა , რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ” კვანტური ფიზიკა ”. ხოლო , სიკვდილის შემდეგ , იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება , როგორ მუშაობს ტურბულენტობა .”_ ო ეს ხუმრობა , გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს . სამყაროს სრული შემეცნება , ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება . ზოგჯერ , თვალსაჩინო მეცნიერიც კი , ისეთ აღმოჩენას აკეთებს , რომლის სრულ არსში გასარკვევად , თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით , საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება . ზოგჯერ , იმ სხვასაც , არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით , აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება - შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება . და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი , პროზაიკოსი , დრამატურგი , პუბლიცისტი , ესეისტი … ანუ

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

პრეამბულა / Preamble    მოაზროვნე , სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო , შემოქმედებითი , ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება , კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის . ამგვარმა დიალოგებმა , ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას .    ასოციაციის დამფუძნებელთა მიზანია წაახალისონ სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა , მეცნიერთა , მკვლევართა ურთიერთათანაშრომლობა . რათა ლიტერატორებს და ხელოვანებს , მიეცეთ სტიმული დაინტერესდნენ მეცნიერების ამა თუ იმ დარგით , შექმნან აღქმული ცოდნის შედეგად მოტივირებული ნაწარმოებები . და შესაბამისად , მეცნიერებმა , მკვლევარება შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინონ მწერალთა და ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ . აკი , ოდითგანვე ცნობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა , პოეზიისა და ხელოვნების საერთო ჰორიზონტისა და ურთიერთმასტიმულირებელ ქმედებათა შესახებ . ”… იგი შესანიშნავი მაგალითია ი