რეპორტაჟი ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიიდან” / Report from “Observatory of figurative perceptions” (ესსე)
“ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?”
და ან ცაზე ვარსკვლავები?”
ასე იწყებს თავის ისტორიულ პოემა ”თორნიკე ერისთავს” აკაკი წერეთელი… სუპერკვანტური ტექნოლოგიებით განებივრებულმა მეცნიერმა, ან სწავლულთა ჯგუფმა, რომელსამე ზღვაში ქვიშის დათვლა შესაძლოა კიდეც გაბედოს, მაგრამ სამყაროში ვარსკლავების ”აღრიცხვა”, ალბათ, მართლაც შეუძლებელია. თუმც, როგორც ცნობილია, 16 სინათლის წლით განსაზღვრულ ახლომდებარე რადიუსის მიხედვით, მეცნიერებმა შეადგინეს სია, რომელშიც 57 ვარსკლავური სისტემა მოექცა… მაგრამ, ამაზე დაზუსტებით საუბარი, ჩემგან არ ეგების; რადგან სწავლულთა მტკიცებით სამყარო გამუდმებით და უსწრაფესად ფართოვდება, ჰოდა, სად და რა ხერხით უნდა სდიო ამდენ მომთაბარე გალაქტიკას, ჯერჯერობით ადამიანური გონისთვის წარმოუდგენელია…
როგორც კონცეფცია ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დამფუძნებელი, ამჯერად, მხოლოდ იმიტომ ვითხოვ თქვენს ყურადღებას, რომ ჩემი მორიგი ხილვა გაგიზიაროთ, რადგან მისგან აღძრული მოკვლევის შედეგად მოპოვებული საგულისხმო ინფორმაციათა ნაკრები, ფრიად საინტერესო და დამაფიქრებელი გამოდგა.
მაშ ასე, ამას წინათ, ძილბურანში მეჩვენა, რომ სამყაროს წიაღიდან ჩემი მიმართულებით ტალღოვანი ენერგია იწყებდა გამოსხივებას… წამიერად გავფრთხილდი, მგონი რადიაციულ ტალღებს ჰგავს მეთქი, მაგრამ მაინც მზადყოფნა მქონდა, ჩემსკენ დაძრული ენერგია მიმეღო, იქვე გამოიკვეთა, მისი წყარო, გალაქტიკის გარკვეული მონაკვეთი, თეთრად მოკიაფე ციური ობიექტებით, რომლის ძირეული ნაწილი, შავი ხაზებით ასახული, ჩემსკენ წვეროთი მომართული გრძელი სამკუთხედით იყო შემოსაზღვრული. ”პროქსიმა კენტავრი” _ჩამესმა იქვე და მოზიდული სხეულის მკერდში უხილავი ენერგია შემოიჭრა, მე დავიმუხტე… ”ინფორმაცია” გაკრთა გონებაში.
სამკუთხედი საკმაოდ გრძელი იყო; ჰიპოტენუზა აღმოსავლეთის მხარეს ჰქონდა და ამავე მხარე გახლდათ დახრილი… იქ კიდევ იყო, რაღაც მინიშნებები, მაგრამ სამწუხაროდ, მათი ნათლად აღქმა ვერ შევძელი.
შეფხიზლებული ვფიქრობდი, რომ დასახელება ”პროქსიმა კენტავრი” მეცნო, მაგრამ დანამდვილებით ვერ გავიხსენე რა, როგორ და როგორც კი, შესაფერი დრო მოვიხელთე კომპიუტერთან განვმარტოვდი. ინტერნეტში ”პროქსიმა კენტავრის” წარმომავლობა, დაინტერესებულ პირთათვის საკმაოდაა განმარტებული.
მკითხველთაგან, ალბათ ზოგს, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ესეს წაკითხვამდე, მასმედიიდან გაგონილიც კი ჰქონდა აღნიშნული დასახელება… თუმც, დიდი ალბათობით, გალაქტიკის ამ კონკრეტულ მონაკვეთის მნიშვნელობასა და თავისებურებაზე ჩემის არ იყოს ცოტა რამ თუ იცოდა. ხოლო, ბევრმა შესაძლოა, ამ წერილიდან შეიტყოს მისი არსებობა.
არადა, ”პროქსიმა კენტავრს” საკმაოდ პოპულარული ”ბიოგრაფია” აქვს…
”მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენტავრის თანავარსკვლავედი
კენტავრი
კენტავრი (ლათ.
Centaurus) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 0,06 და 0,6 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. კენტავრშია მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავები: პროქსიმა კენტავრი (მანძილი 1,31 პს) და ფიზიკური წყვილის შემადგენელი კენტავრის α ვარსკვლავის A და B კომპონენტები (1,33 პს). დასაკვირვებლად საუკეთესო პირობებია მარტ-აპრილში. ნაწილობრივ ჩანს საქართველოდანაც.”
ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია, ისიც, რომ წითელი ჯუჯა ”პროქსიმა კენტავრი”, (პროქსიმა ლათინურად ახლომყოფს ნიშნავს) დედამიწასთან მზის შემდეგ მეორე ახლომდებარე ვარსკლავია. (მიეკუთვნება ალფა კენტავრის ვარსკლავურ სისტემას) ირმის ნახტომის ფონზე იგი დედამიწიდან 4,22 წლის წელიწადითაა დაშორებული.
2016 წელს ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ამ ვარსკლავის გარშემო ბრუნავს პლანეტა პროქსიმა კენტავრი b. ამონარიდი ვიკიპედიიდან _”პროქსიმა კენტავრი b (აგრეთვე პროქსიმა b[1][2])
— მზის უახლოესი ვარსკვლავის,
პროქსიმა კენტავრის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე,
სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა.”
აქვე იშვა მეცნიერთა მოსაზრება (სათანადო კვლევისა და კომპიუტერული მოდელირების კვალობაზე), რომ ამ პლანეტის ”მიმდებარედ” მდებარეობს, მეორე უფრო დიდი, მკვეთრად დაბალი ტემპერატურის მქონე პლანეტა, პირობითად ”კენტავრი A”, რომელიც პროქსიმა კენტავრი b-გან განსხვავებით ვარსკლავის (წითელი ჯუჯის) გარემოცვისგან საკმაოდ შორს იმყოფება.
დასკვნები პლანეტების არსებობის შესახებ გამოტანილი იქნა პროქსიმა კენტავრის რხევების კვალობაზე…
მოკლედ, დედამიწის გარეთ სიცოცხლის მაძიებელთა იმედები გაიფურჩქნა, მაგრამ მეცნიერებმა ამას წინათ გაანალიზეს, რომ 2017 წლის მარტში ვარსკლავმა ”პროსკიმა კენტავრმა” (წითელმა ჯუჯამ) კოსმოში კოლოსარული ნათება ამოაფრქვია, რომელიც ათჯერ უფრო ძლიერი და მკაფიო გახლდათ, ვიდრე ჩვენს მზეზე, ამოფრქვევის შემთხვევაში მომხდარა… ანუ მეცნიერთა ჯგუფის დაკვირვების საფუძველზე, ვარსკლავ ”პროსკიმა კენტავრის” სიკაშკაშემ (მაგნიტური აქტივობების გამო), რაღაც ათი წამის განმავლობაში 1000 -ჯერ იმატა და ამ დროს პლანეტა ”პროსკიმა b” 4000-ჯერ უფრო მეტი რადიაციის ქვეშ მოექცა, ვიდრე დედამიწა მზიური ამოფრქვევების დროს ექცევა.
ასტრონომთა დასკვნით თუ რაიმე სიცოცხლის მსგავსი იყო პლანეტა პროკსიმა b, იგი უეჭველად განადგურდებოდა… (რატომ დაავიწყდათ, რომ არსებობს მათივე მოსაზრება, რომ ამავე ზონაში წითელი ჯუჯიდან საკმაოდ დაშორებით უნდა იყოს სიცოცხლისთვის უფრო საიმედო, მეორე დიდი პლანეტა… და შესაძლოა, ამგვარი კოსმიური ხიფათებისგან უფრო დაცული სხვა პლანეტებიც არსებობდნენ… (ჯ.გ.)
ასე, რომ ვთვლი მბრწყინავი ციური ობიექტებით გაჯერებული,”პროქსიმა კენტავრის” ზონიდან, ჩემდამი დამისამართებული გზავნილი (მსგავსი რამ შესაძლოა დედამიწის სხვა მაცხოვრებლებმაც აღიქვეს) საგულისხმო ინფორმაციას შეიცავდეს. არეალის ქვემოთკენ წვერით მომართული სამკუთხედით შემოსაზღვრაც აშკარად, რაღაც მნიშვლენოვანის მიმანიშნებელი იყო…
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის სამხრეთ ობსერვატორიამ ეგზოპლანეტებზე დაკვირვების ხელშეწყობისთვის სპეციალური ტელესკოპი გამოყო. ერთხელაც აპარატმა საიდუმლო ობიექტების მოძრაობა დააფიქსირა, ხოლო, რმდენიმე დღის შემდეგ, მეცნიერებმა პროქსიმა b -სგან დაშიფრული ინფორმაცია მიიღეს და დაასკვნეს, რომ, როგორც ჩანს პლანეტაზე მცხოვრები უცხოპლანეტელები დედამიწასთან დაკავშირებას ცდილობენო. მაგრამ, თუ რისი შეტყობინება უნდოდათ, ჯერჯერობით გამოცანად რჩება…
კეთილი და პატიოსანი, ასეა, ჩემს შემთხვევაშიც, და თუ ვინმე ამ ინფორმაციის ჩემს მეხსიერებაში მიმგნები და ჯეროვნად ”წამკითხველი” აღმოჩნდება, თავად მე, რა თქმა, უნდა მზად ვარ ღირსეული თანამშრომლობა გავსწიო… (სამკუთხედი, შესაძლოა გარკვეული გალაქტიკური ”ფარის” ადგილმდებარეობაზე
მიუთითებს… ჯ.გ.)
თუ დედამიწიდან კენტავრი (ლათ.
Centaurus) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედის გროტესკულმა სიშორემ გაფიქრებინათ, რომ რა აზრი აქვს ასეთ რამეებზე მსჯელობას, რადგან ამ პლანეტებამდე მისაღწევად ადამიანს მაქსიმუმ სინათლის სიჩქარის 300 წელი სჭირდება, იდეაში, მაინც ნუ დაბრკოლდებით… ჩვენ თუ არა, იქნებ იმათ გააჩნიათ, დრო-სივრცეში გადაადგილების ასტრონომიულად უსწრაფესი მექანიზმები… ისე, არც ჩვენი მეცნიერები არიან უიმედოდ; აღსანიშნავია ქართველი ფიზიკოსის გია დვალის სივრცის "დაკეცვის" თეორია, რომლის განხორცელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 300-კილომეტრიანი სივრცის ერთ კილომეტრამდე "დაკეცვა". ასევე, არსებობს ვარაუდი, სამყაროში ორი ერთმანეთისგან შორს მდებარე წერტილის შემაერთებელი თხუნელას ორმოებისა… ზოგიერთი ფიზიკოსი კი იმასაც წინასწარმეტყველეს, რომ ”დროსივრცე შესაძლოა თავად იყოს კვანტური ფენომენი”.
მაშინ ხომ ადამიანის სამყაროში გადაადგილებაც ფანტასტიკურად გამარტივდება.
ასე რომ, ”კენტავრის თანავარსკლედიდან”, კერძოდ კი, ”პროქსიმა კენტავრის” არეალიდან ჩემს მიერ მიღებული თავისებურად დაშიფრული გზავნილიც, შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციად იქცეს…
ჯ.გ.
*
ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
*
*
*
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
მეცნიერებმა ახლომდებარე ვარსკვლავიდან მომავალი უჩვეულო რადიოსიგნალი დააფიქსირეს
ОтветитьУдалить*
თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე რუსი მეწარმის, იური მილნერის დაფინანსებით დაფუძნებული 10-წლიანი პროექტის Breakthrough Listen ფარგლებში მომუშავე მეცნიერებმა სამხრეთის ცაზე არსებული პროქსიმა კენტავრის სახელით ცნობილი ვარსკვლავიდან მომავალი უჩეულო რადიოსიგნალი დააფიქსირეს. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ამ უკანასკნელის წყარო აღნიშნული მნათობის მახლობლად მობინადრე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგია იყოს.
► ასტრონომებმა შორეული ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს
https://popx.ge/article/6105-metsnierebma-akhlomdebare-varskvlavidan-momavali-uchveulo-radiosignali-daapiksires?fbclid=IwAR3PgiAcR3EyBo31qLN1gcS0_7B9Jd16mTcWZ5DsSSNmYjJNvQWDsc9zktA