К основному контенту

Сообщения

Сообщения за ноябрь, 2019

რეპორტაჟი ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიიდან” / Report from “Observatory of figurative perceptions” (ესსე)

  “ ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები ?”   ასე იწყებს თავის ისტორიულ პოემა ” თორნიკე ერისთავს ” აკაკი წერეთელი … სუპერკვანტური ტექნოლოგიებით განებივრებულმა მეცნიერმა , ან სწავლულთა ჯგუფმა , რომელსამე ზღვაში ქვიშის დათვლა შესაძლოა კიდეც გაბედოს , მაგრამ სამყაროში ვარსკლავების ” აღრიცხვა ”, ალბათ , მართლაც შეუძლებელია . თუმც , როგორც ცნობილია , 16 სინათლის წლით განსაზღვრულ ახლომდებარე რადიუსის მიხედვით , მეცნიერებმა შეადგინეს სია , რომელშიც 57 ვარსკლავური სისტემა მოექცა … მაგრამ , ამაზე დაზუსტებით საუბარი , ჩემგან არ ეგების ; რადგან სწავლულთა მტკიცებით სამყარო გამუდმებით და უსწრაფესად ფართოვდება , ჰოდა , სად და რა ხერხით უნდა სდიო ამდენ მომთაბარე გალაქტიკას , ჯერჯერობით ადამიანური გონისთვის წარმოუდგენელია …   როგორც კონცეფცია ” ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის ” დამფუძნებელი , ამჯერად ,   მხოლოდ იმიტომ ვითხოვ თქვენს ყურადღებას , რომ ჩემი მორიგი ხილვა გაგიზიაროთ , რადგან მისგან აღძრუ