К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2018

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში იუმორნარევი ესსე ერთხელ აინშტაინს უთქვამს : ” მინდა , რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ” კვანტური ფიზიკა ”. ხოლო , სიკვდილის შემდეგ , იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება , როგორ მუშაობს ტურბულენტობა .”_ ო ეს ხუმრობა , გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს . სამყაროს სრული შემეცნება , ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება . ზოგჯერ , თვალსაჩინო მეცნიერიც კი , ისეთ აღმოჩენას აკეთებს , რომლის სრულ არსში გასარკვევად , თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით , საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება . ზოგჯერ , იმ სხვასაც , არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით , აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება - შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება . და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი , პროზაიკოსი , დრამატურგი , პუბლიცისტი , ესეისტი … ანუ