К основному контенту

Сообщения

Сообщения за октябрь, 2017

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

პრეამბულა / Preamble    მოაზროვნე , სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო , შემოქმედებითი , ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება , კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის . ამგვარმა დიალოგებმა , ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას .    ასოციაციის დამფუძნებელთა მიზანია წაახალისონ სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა , მეცნიერთა , მკვლევართა ურთიერთათანაშრომლობა . რათა ლიტერატორებს და ხელოვანებს , მიეცეთ სტიმული დაინტერესდნენ მეცნიერების ამა თუ იმ დარგით , შექმნან აღქმული ცოდნის შედეგად მოტივირებული ნაწარმოებები . და შესაბამისად , მეცნიერებმა , მკვლევარება შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინონ მწერალთა და ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ . აკი , ოდითგანვე ცნობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა , პოეზიისა და ხელოვნების საერთო ჰორიზონტისა და ურთიერთმასტიმულირებელ ქმედებათა შესახებ . ”… იგი შესანიშნავი მაგალითია ი