К основному контенту

Сообщения

Сообщения за июнь, 2018

ვისთვის საფრთხობელა, ვისთვის მაგია და ვისთვის სრული რეალობა

ვისთვის საფრთხობელა, ვისთვის მაგია და ვისთვის სრული რეალობა ერთხელ , მეგობართან საუბრისას , ” კვანტური მექანიკის ” უცნაურობათა შესახებ , აღტაცება გმოვხატე , იგი ჩემმა ნაჩქარევმა ” განსწავლულობამ ” გააღიზიანა და მოჭრით მითხრა : _ დილეტენტიზმია , გეჩვენება , რომ რაღაც იცი … არ მგონია , ამისთვის ,   ფიზიკაზე სრული წარმოდგენა გქონდეს … აბა , ნიუტონის კანონები ჩამომითვალე … _ ეგ არაა , პრობლემა , მაგრამ მიკროსამყარო , მაინც სხვა სფეროა , აქ შეგრძნებასა და ფილოსოფიურ აზროვნებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია … _ კარგი რა …_ და ჯიქურ ჩამეძია ,_ ომის კანონი თუ იცი ? _ ომის კანონი , რა შუაშია ?!_ გაოცებით ვიკითხე. _ საქმე იმაშია , რომ სანამ კვანტურ მექანიკაზე საუბარს მოინდომებ , ელემენტარული რაღაცები უნდა იცოდე … _ ვიცი ,_ იუმორი მოვიშველიე ,_ გამტარში დენის ძალა პირდაპირპირპროპორციულია მასზე მოდებული ძაბვისა და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა … მაგრამ ამაზე საუბარი , არ მიზიდავს , შესაბამისად აზრის განვითარება