К основному контенту

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/








პრეამბულა / Preamble

   მოაზროვნე, სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო, შემოქმედებითი, ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება, კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ამგვარმა დიალოგებმა, ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას.

   ასოციაციის დამფუძნებელთა მიზანია წაახალისონ სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა, მეცნიერთა, მკვლევართა ურთიერთათანაშრომლობა. რათა ლიტერატორებს და ხელოვანებს, მიეცეთ სტიმული დაინტერესდნენ მეცნიერების ამა თუ იმ დარგით, შექმნან აღქმული ცოდნის შედეგად მოტივირებული ნაწარმოებები. და შესაბამისად, მეცნიერებმა, მკვლევარება შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინონ მწერალთა და ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ. აკი, ოდითგანვე ცნობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, პოეზიისა და ხელოვნების საერთო ჰორიზონტისა და ურთიერთმასტიმულირებელ ქმედებათა შესახებ.

”…იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…”

ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ

   კორპორციულ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების თანმდევად, მოხდეს ბიზნესმენ-ქველმოქმედთა თანადგომის მხარდაჭერის მოპოვება, რათა მეცნიერთა, მკვლევართა, ლიტერატორთა და ხელოვანთა სოციალური გარემო ჰარმონიულად წარიმართოს.

ასოციაცია დაგეგმავს და გამართავს ერთობლივი შემოქმედებით შეხვედრებსა და ამა თუ იმ საწარმოთა, ფირმათა, კორპორაციების ნაწარმთა, საქმიანობის პრეზენტაციებს. ორგანიზებას გაუკეთებს მხატვრულ ნაწარმოებთა, სამეცნიერო შრომების განხილვებს, ხელოვანთა ნამუშევართა გამოფენებს, ახალგაზრდა და წინა თაობების ინტელექტუალთა წიგნებისა თუ მხატვრული ნამუშევრების ერთობლივ წარდგინებებს.

ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული იქნება პრემიები:

ნომინაციები:

დაუსაბამო ხელოვნება” _ პოეზია, პროზა, ესსე, კინოჩანახატი, თეატრალური ეტიუდი,  ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.

კრეატიული ხედვები” _ სხვადასხვა მიმართების მეცნიერულ-ლიტერატურული კვლევები, მონოგრაფიები, შრომები.

გამოიცემა მოწინავე მეცნიერული აღმოჩენების, ტექნოლოგიური მიღწევების, სამომავლო თუ გამართულ ღონისძიებებათა, დასახულ მიზანთა შესაბამისად შედგენილი მაცნე _ სახელწოდებით: ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”. ინტერნეტსივრცეში შეიქმნება ამავე სახელწოდების ვებგვერდი.

ჩვენი სურვილია შესაბამისად ვითანამშრომლოთ, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან, იდეურად მონათესავე ორგანიზაციებთან, უცხოელ კოლეგებთან, მედიის სხვადასხვა რგოლთან

_მოვიძიოთ მეცნიერების, მწერლობის, ხელოვანთა და ბიზნესის უთიერთსასრგებლო კავშირების აღმძვრელი პროექტები; ხელი შევუწყოთ სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

საკოორდინაციო საბჭო

 თუნდაც ამგვარად:

პრეამბულა _ Преамбула _ Preamble

ქართველ და მსოფლიოს ხალხთა ჰუმანისტ შემოქმედთა მხატვრულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო შრომებზე აღზრდილნი, თავს მოვალედ ვგრძნობთ მიზანდასახულად ვიღვაწოთ, რათა წარსულისა და დღევანდელობის დამაკავშირებელი ერთიანი სააზროვნო სივრცე   ლოგიკურად იქნეს შენარჩუნებული.

მოაზროვნე, სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო, შემოქმედებითი, ინტერაქციული დილოგების ორგანიზება, კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ამგვარმა დიალოგებმა, ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, ”ციფრული ეპოქისმძაფრ გამოწვევებს; ხელოვნური ინტელექტის სწრაფ აღმავლობას, რაც ერთის მხრივ უდაოდ მისასალმებელია, მეორე მხრივ, კი შესაძლებელია საქართველოში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეს იმგვარი ტექნოლოგიური სინგულარობის წინაშე, როცა ხელოვნური ინტელექტი, თვითგანვითარებას მიჰყოფს ხელს და ადამიანის მითითებებს აღარ დაემორჩილება.

საქართველოში უკვე შეიმჩნევა უახლოეს ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილციფრულ ნაწარმთაბრმად მომხმარებელთა მკვეთრი მატება, მეორეს მხრივ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულთა კომპიუტერულ ტექნიკასთან გაუცხოება.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთის მხრივ,  ”ციფრული ეპოქისკვალობაზე აღძრულ, მწვავე გამოწვევების, მიზანშეწოლილად გაშუქება; უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიებისბრმად მომხმარებელთაინფორმაციული პროფილაქტიკა. მეორეს მხრივ კი, ხელი შევუწყოთ კომპიუტერულ ტექნიკასთან გაუცხოებულ მეცნიერთა, შემოქმედთა ინტერნეტსივრცეში მართებულად ადაპტირებას; მოძიებული სახსრების კვალობაზე მათი კომპიუტერული ტექნიკითა და სათანადო განათლებით უზრუნველყოფას.

ორგანიზებას გავუკეთებთ მხატვრულ ნაწარმოებთა, სამეცნიერო შრომების განხილვებს, ხელოვანთა ნამუშევართა გამოფენებს, ახალგაზრდა და წინა თაობების ინტელექტუალთა წიგნებისა თუ მხატვრული ნამუშევრების ერთობლივ პრეზენტაციებს.

ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული იქნება პრემიები.

ნომინაციები:

ემანუელ _ ”ღმერთი ჩვენთანაა” _ ვრცელი მონოლოგი; ესსეთა, ლიტერატურულ-თეოლოგიური მოკვლევის თუ პოეტური ციკლის სახით.

დაუსაბამო ხელოვნება _ კრეატიული ხედვები” _ სხვადასხვა მიმართების მეცნიერულ-ლიტერატურული ნაშრომები. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.

მწერლობა _ ”მამული, ენა, სარწმუნოება” _ პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, თარგმანი.

გამოიცემა ღონისძიებებისა და რიგ განსახილველ საკითხთა ამსახველი მაცნე სახელწოდებით: ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”. ინტერნეტსივრცეში შეიქმნება ამავე სახელწოდების ვებგვერდი.

ჩვენი სურვილია შესაბამისად ვითანამშრომლოთ, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან, იდეურად მონათესავე ორგანიზაციებთან, უცხოელ კოლეგებთან, მედიის სხვადასხვა რგოლთან

_მოვიძიოთ მეცნიერების, მწერლობის, ხელოვანთა და ბიზნესის უთიერთსასრგებლო კავშირების აღმძვრელი პროექტები; ხელი შევუწყოთ სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

საკოორდინაციო საბჭო
***
ხატოვან აღქმათა ობსერვატორია
მეცნერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია
*
თუნდაც ამგვარად:
___


კვანტური სამყარო გიხმობთ
დასაწყისი პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы / Quantum pulses / ჯ.გ. / Дж. Г. / J.G.

  • © გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან / ესსე

*   შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან ესსე   სამყაროს შემეცნება მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი მიდგომით ვერ ხერხდება ; თუმც ამგვარ ქმედებისკენ მიდრეკილება ზოგ ცნობილ მეცნიერსა თუ მკვლევარში უცილოდ შეინიშნება .   ხშირია შემთხვევა , როცა მათემატიკით გაჯერებულ დისციპლინებზე , ” ჩაციკლულ ”   პროფესიონალთა ნაწილს , იმის წარმოდგენაც კი უჭირს , რომ ჰუმანიტარული აზროვნების მქონე პირთაგან , შესაძლოა ამ მიმართებით , რაიმე ყურადსაღები ითქვას . ამგვარად , სწორხაზოვნულად აზროვნების მქონენი , თავისი საქმის პროფესიონალები არიან , მაგრამ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა ნაკლებად ძალუძთ ან პროფესიონალური ამპარტავნობის გამო გაურბიან . ჰუმანიტარსაც გააჩნია , რამდენად ახერხებს იგი ლოგიკურ აზროვნებას . წერით , მრავალი წერს , თუმც … ისე , გრაფომანები მათემატიკურ სფეროშიც უამრავია , მაგრამ მათ ” მათემატიკოსობის ” ხარისხი პრაქტიკული , გაწონასწორებული პერსონის იმიჯს უნარჩუნებს .   ” კვანტური სამყაროს ” იდუმალება დღეს

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში იუმორნარევი ესსე ერთხელ აინშტაინს უთქვამს : ” მინდა , რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ” კვანტური ფიზიკა ”. ხოლო , სიკვდილის შემდეგ , იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება , როგორ მუშაობს ტურბულენტობა .”_ ო ეს ხუმრობა , გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს . სამყაროს სრული შემეცნება , ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება . ზოგჯერ , თვალსაჩინო მეცნიერიც კი , ისეთ აღმოჩენას აკეთებს , რომლის სრულ არსში გასარკვევად , თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით , საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება . ზოგჯერ , იმ სხვასაც , არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით , აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება - შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება . და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი , პროზაიკოსი , დრამატურგი , პუბლიცისტი , ესეისტი … ანუ