”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში
იუმორნარევი ესსე
ერთხელ აინშტაინს უთქვამს: ”მინდა, რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ”კვანტური ფიზიკა”. ხოლო, სიკვდილის შემდეგ, იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება, როგორ მუშაობს ტურბულენტობა.”_ო
ეს ხუმრობა, გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს.
სამყაროს სრული შემეცნება, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ზოგჯერ, თვალსაჩინო მეცნიერიც კი, ისეთ აღმოჩენას აკეთებს, რომლის სრულ არსში გასარკვევად, თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით, საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება. ზოგჯერ, იმ სხვასაც, არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით, აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება-შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება.
და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი, პროზაიკოსი,დრამატურგი, პუბლიცისტი, ესეისტი… ანუ აზროვნების პრეტენზიის მქონე პიროვნება, თავისებურად და კონკრეტულად ამა თუ იმ საბუნებისმეტყველი მეცნიერებებში გარკვევას მოიწადინებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სიბრძნისმეტყველების (ფილოსოფიის) ანაბანის განჭვრეტას, სხვაგვრი გულისყურით შეეცდება.
რადგან ”ჰომოსაპიენსის” მიერ სამყაროს აღქმის თავი და თავი სიბძნისმეტყველებაა.
ფილოსოფიური აზროვნების წერილობითი ნიმუშები კი, ძველი საბერძნეთიდან შემოგვრჩა. ამ მიმართულების ამსახველი პირველი სკოლებიც იქ დაარსდა. მერე და მერე ”სიბრძნის მოყვარეებმა” გვარიანად იმრავლეს და იმდენად დიდი აზრობრივი სივრცეების მქონე თხუზულებანი, შრომები დადეს, რომ მე ნამდვილად ვერ შევძლებ ამ სფეროში მკითხველის გზამკვლეობა გავსწიო, მაგრამ ჩემეულად, ძიების
სურვილით, მარტივ კითხვას კი დავსვამ; მერე რა, თავად ადამიანის წარმოშობასა და არსზე, მაინც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს… (კრეაციული, სამყაროს შექმნაში ღვთის ერთადერთ და უპირველეს მნიშვნელობას, რა თქმა უნდა ვაღიარებთ, მაგრამ თუ ბიბლიას დავიმოწმებთ, მერე მსჯელობის სფუძველიც არ რჩება, და არც ევოლიციურ მოძღვრებათა არსი, რაობა განიხილება. კი ბატონო, შემთხვევით არც არაფერი წარმოშობილა, ანუ
”რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.”
ადამიანი კი, როგორც ცნობილია ღმერთმა თავის ხატად და სახედ შექმნა: ”…და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ...“ (დაბ. 1,24;26).)
ჰოდა, ყოველი მოძღვრება სამყაროში და კერძოდ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის, განვითარების შესახებ, ადამიანთა მიერ არის გააზრებული. არადა, მათი უმრავლესობა, მთელი ცხოვრების მანძილზე, იშვიათად ინტერესდება იმით, თუ საიდან და რა გზით გააჩნია აზროვნების უნარი.
უბრალოდ, იცის, რომ თავში ტვინი, ჭკვა აქვს… მაგრამ, ის თუ ეს ე.წ. ტვინი, ჭკვა, გონი, ცნება, ასე გულუხვად, როგორ გვაწვდის აზრებს, მოგონებებს, გენიალურ მიგნებებს, რა გზიც ახორციელებს ყოველივე ამას, დღემდე, სრულფასოვნად, საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა გამორჩეულ მკვლევარებსაც კი, ვერ დაუდგენია, რადგან ტვინის ნეირონებში მიმდინარე სასწაულებრივი ქიმიურ-ინფორმატიკული პროცესების მიუხედავად, ირკვევა, რომ ადამიანის ცნობიერი, უხეშად, რომ ვთქვათ ”სააზროვნო აპარატი”, ბევრად მეტ უხილავ, სამყაროსეულ შრეებს მოიცავს, ვიდრე მის თავის ქალაში ”დავანებული” ჭკვა გახლავთ.
დარვინის ევოლუციური თეორიის მიმდევრებს, ყველაფერი უფრო ”მიწიერად” აქვთ გათვლილი. თავად ჩარლზ დარვინს კი, თავისი მოძღვრების არსი, 1859 წ. გამოცემულ თავის უმთავრეს თხუზულებაში ამგვარად აქვს განმარტებული: „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ მერე ამ მოძღვრებისდა მიხედვით მრავალი ჰიპოთეზა, მტკიცება და სამეცნიერო მონაპოვარი იშვა.(თუმც, ამის შესახებ ძველ საბერძნეთში სოკრატემდელი ფილოსოფოსები საუბრობდნენ). განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის წარმოშობასა და განვითარებას დაეთმო. ახლებური გასაქანი მიეცა ანთროპოლოგიასაც (”ანთროპოლოგია (ბერძნ. anthrōpos ადამიანი, logos მოძღვრება) — მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ.”) მაიმუნის გაადამიანების ვერსია, იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი მასალების მოპოვების მიზნით მრავალმა მეცნიერმა თუ მოყვარულმა ”დაიკაპიწა” ხელები და სამშობლოდან შორს არქეოლოგიურ ძიებებს მიუძღვნა წლები. და ანთროპოლოგიაში სენსაციების ეპოქაც დადგა. ესა თუ ის, ნაუცბათევად გამეცნიერებული იპოვიდა ადამიანის თავის ქალის ”მაგვარს” და ევროპული სამეცნიერო ”ელიტაც” იწყებდა ხმაურს. ის. კი არა, სხვადასხვა შრეებში ნაპოვნი გამოხრული კბილებისგანაც კი ”ქმნიდნენ” ადამიანთა ამა თუ იმ სახეობის იერსახეს, არქმევდნენ ამა თუ იმ ისტორიულ თუ ლირიულ სახელებს, ”იბრაწებოდა” სენსაციები, იწერებოდა მონოგრაფიები, ცხვებოდა დისერტაციები, რიგდებოდა სახელი, დიდება, ჩინები და ტიტულები… (ჩემს ბედს რა ვუთხრაო, გაიფიქრებ იუმორით).
მაგრამ ამ ლირიულ გადახვევას თუ შევეშვებით, იყო, რეალური და შთამბეჭდავი ანთროპოლოგიური აღმოჩენებიც; მეცნიერებამ უკვე ბევრად მეტი იცოდა ადრინდელი ადამიანის შესახებ.
”გორდიას კვანძის” გახსნა, მაინც ვერ მოხერხდა, სხვადასხვა მიმართების დარვინისტებმა, იმარჯვეს და იგი მახვილით გაჰკვეთეს. ანუ 1856 წელს გერმანიაში, დუსელდორფთან, ნეანდერთალის ხეობაში აღმოჩენილი ჩონჩხის საფუძველზე წარმოსახეს ადამიანის უშუალო წინაპარი ”ნეანდერტალელი ადამიანი”, მაიმუნსა და ადამიანს შორის ”მოღვაწე” შუალედური რგოლი. რომელიც თითქოსდა 300 000 წლის წინათ ცხოვრობდა. იგი პითეკანთროფის, დედამიწაზე, ვითომდაც 1 მილიონის წინ ”მოღვაწე” ადამიანი-მაიმუნის შთამომავალი გახლდათ. (თავად პითეკანთროფი, კუნძულ იავაზე ნაპოვნი გაქვავებული გომინიდის ნამარხის მიხედვით ”შეითხზა”.)
მეცნიერთა თუ არამეცნიერთა მტკიცებით ”ნეანდერტალელებთან” ერთად დედამიწის იმდროინდელს ”მოსახლეობას ”კრომანიონელი ადმიანიც” წარმოადგენდა, რომელის ”პორტრეტიც” საფრანგეთში, კრომანიონის გამოქვაბულში, 1868 წელს აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით იქნა გააზრებული.
”კრომანიონიელები”, როგორც ჩანს, ჩვენი უშუალო წარმომადგენლები იყვნენ ამ სამყაროში და ”ნეანდერტალელებზე” უფრო განვითარებულები იყვნენ; შეეძლოთ ქვის იარაღების ბევრად მარჯვედ გამოყენება, თამამად წარმოთქვამდნენ სიტყვებს (გავიხსენოთ, რომ გარკვეულ მეცნიერთა აზრით. პირველმა ადამიანმა, თუმც ჩემთვის ძნელია, იმის დადგენა, ვინ იყო ”პირველი”, მხოლოდ ”დუ-ს” წარმოთქმა მოახერხა.) და ზამთარში ბეწვის ქურქებს იცვამდნენ, ანუ თავის მოვლა უკეთ შეეძლოთ. ”ნეანდერტალელებს” კი, მხოლოდ ცხოველთა ტყავი უფარავდათ სხეულებს და ცივ ამინდებში ნადირობაც უძნელდებოდათ. ჩანს ”კრომანიონიელებს” გენეტიკურად მეტი შანსი ჰქონდათ საკუთარი, ბუნებრივი მონაცემების სრულყოფისა. იუმორს თუ მოვიშველიებთ, შესაძლოა, მათმა პითეკანთროფმა დედიკომ, ვიღაც უფრო წარმატებული რასის მამრთან შესცდოდა, ანუ, რომელიღაც ”შუალედური რგოლმა” იზრუნა მისი პირმშოს დაწინაურებაზე, ან, როგორც ”ეგზოტიკურმა არსებამ” სხვა გალაქტიკიდან მოფრენილ ”ინტელექტუალის” მოხიბვლა შესძლო. ასე თუ ისე, ”კრომანიონიელებლ” უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ”ნეანდერტალელები” კი გადაშენდნენ. არადა, მათი ტვინის მოცულობა, თურმე 1600-1800 სმ 3 ზომისა იყო. თანამედროვე ადამიანს კი, საშუალოდ 1400 სმ 3 ზომის ტვინი, ”ჭკვა” გააჩნია. დაიკარგა 250 სმ. 3-ი.
როგორც ჩანს, მათ ტვინის ”ჭკვის”, რაღაც ნაწლი ”სლიპინა” და აუთვისებელი ჰქონდათ (რაც, თანამედროვე ადამიანების დიდ ნაწილშიც შეიმჩნევა). აქ, გამოცდილებასა და შემეცნებაზე ძირითადი აქცენტის გაკეთება, სათანადო ეჭვს ბადებს, რადგან მათთან ერთ სივრცეში (გერმანია-საფრანგეთი) მცხოვრები ”კრომანიონიელები”, ბევრად უკეთ ადაპტირებული იყვნენ გარემოში.
ჰოდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ისევ ძველბერძნული ფილოსოფიის სავანეს მივაპყარ მზერა; არისტოტელე, რომელიც, უდაოდ კაცობრიობის იდუმალი ისტორიიდან შემორჩენილ სიბრძნის ფრაგმენტებით საზრდოობდა, ამგვარად იმოძღვრებოდა, ანუ მისი აზრით: ყველა ბუნებრივი საგანი და არა მხოლოდ ცოცხალი საგნები, განსხვავებული ბუნებრივი შესაძლებლობების არასრული განხორციელებაა. და მათ ”ფორმებად”, ”იდეებად”, ”სახეობებად” აღიქვამდა. ანუ, ყოველ ამ ცნებასა თუ საგანს განსაკუთრებული მისია ჰქონდა ღვთაებრივ კოსმოსურ წესრიგში.
და თუ
”რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა…”
მაინცადამაინც პაწია ”ბუშტუკის” იმ ”ბათქში” (სხვათაშორის, ცნობილია რომ ”1927
წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე”) იქნა ჩადებული, მაშინ, როგორც ამ მოვლენის ერთერთ მემკვიდრეს, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ სამყაროსეული განვითარების ჩვეული პროცესები ცნობილი ”ბათქის” შინაარსში, ფაბულაში, სტრუქტურებში, (როგორც გენებოთ იმგვარად გაიაზრეთ) ერთურთთან ურთიერკავშირში მყოფი ”იდეების”, ”ფორმების”, სახეობების” სახით საწყისშივე იქნა ჩადებული.
ამგვარად ჩაისახა ცოცხალ არსებათა, სხვადასხვა გენომთა საწყისებიც, ოღონდ, თავად ისინი მზა ”ფორმები” კი არ იყვნენ, არამედ სამყაროსეული არალოგიკურად ლოგიკური პროცესების მიხედვით ვითარდებოდნენ, იხვეწებოდნენ, იერარქიისდა მიხედვით, უფრო მაღალი ’’სუბსტანციებთან” ურთიერთკავშირში.
და რადგან, უმაღლეს ”სახედ” ჩაფიქრებულმა ყოველმა ”სუბსტანციამ”, სამყაროსეული განვითარების პროცესებში, იმ ყბადაღებული ”ალბათობისდა” მიხედვით, ვერ ჰპოვა შესაბამისი ენერგია და სხვა მიმდებარე რესურსები, მათთან ურთიერკავშირში მყოფ ”გენომთა” სახეობების სრულყოფაც შეფერხდა.
ჩვენს მოდგმას. აშკარად გაუმართლა, როგორც აინშტაინი მიგვანიშნებდა, სასურველ ენერგიასა თუ ტალღაზე მოვექეცით. ახლა კი, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენივე ”ინოვაციების” მსხვერპლად ვიქცეთ და ”ზებუნებრივთან” სასიცოცხლო კავშირი დავკარგოთ.
ან, აქამდე ჩვენი მოდგმის მაორგანიზებელმა ”იდეამ”, ”ფორმამ”, ”სახეობამ”, იმავე ალბათომის ზემოქმედებით დაკარგოს სრულყოფის უნარი.
თუმც, ჩვენი მოდგმის გარკვეულმა ინტელექტუალურმა ნაწილმა, მისთვის, აქმდე უცნობ, ზებუნებრივ ”სახეობებთან”, (იქნებ არაცნობიერის დონეზეც კი), შეძლოს ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება.
ისიც სავარაუდოა, რომ ჩვენთვის ცნობად არეალში, სხვა ”ფორმათა” შინაარსის მატარებელი, აქამდე ინკოგნიტოდ მოთვალთვალე არსებებიც
”გამჟღავდნენ”. და მუტაციების შედეგად…
სამყარო, ნამდვილად არ გადაშენდება. ასპარეზზე გამოჩნდება, სხვა, აქამდე ჩვენთვის უცნობი მოაზროვნე ფორმები. და (ოღონდ, ვიმემ შეურაცხყოფად არ მიიღოს) გაიხსენეთ პითეკანთროფი მდედრის ეგზოტიკური მომხიბვლელობა…
მომავლის პირმშო კი, ბევრად უფრო მარჯვედ გააგრძელებს დრო-სივრცესა თუ კვანტურ სამყაროში არქეოლოგიურ ძიებებს.
გერმანელმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენჰაუერმა, (რომლის მსოფლმხედველობამ გავლენა მოახდინა ეპოქის, ისეთ თვალსაჩინო მოაზროვნეებზე, როგორებიცაა ფრიდრიხ ნიცშე, ნიკოლაი გარტმანი, რიხარდ ვაგნერი, ერვინ შრედიგერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ზიგმუნდ ფროიდი, ალბერტ აინშტაინი, კარლ იუნგი.ლევ ტოლსტოი, ანდრეი ბელი, თომას მანი და მრავალი სხვა) გაამხილა: ”სამყაროს ამოძრავებს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა სურვილისა და მუდმივი ძიება დაკმაყოფილებისა.”
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი Look through books and magazines... Janri gogeshvili...
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი Look through books and magazines... Janri gogeshvili...
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
*
***
Комментарии
Отправить комментарий