ქრონოსის ახირებანი ესსე * იჭვი დრო მირბის , დრო მირბის , ფინიშამდე მისვლა არ ძალუძს , ზოგ სივრცეს გვერდს უვლის , სხვა სამყარო , რომ გადამალოს . დროსა და სივრცეზე საუბარი კაცობრიობას მარადიულ თემად ექცა და ალბათ ასე გაგრძელდება ” უკუნითი უკუნისამდე ”. პირველი მცდელობა მოაზროვნე ადამიანის მიერ ამ თემის რეფლექსიისა ინდური მითოლოგიის , ვედების უძველესმა ნაწილმა , ” რიგვადამ ” შემოგვინახა . თავად , დრო - სივრცის ურთიერთკავშირი გააზრებულად და თვალსაჩინოდ უპანიშიდების ტექსტშია ასახული . შემდგომ რა თქმა უნდა , ძველმა ბერძნებმა გამოიჩინეს თავი . ნეტარი ავგუსტინე , პლოტინი , ევკლიდე დ სხვანი თავისებურად ცდილობდნენ კაცობრიობის დაკვალიანებას დრო - სივრცის მიმართ . თუმც , ევკლიდეს ამგვარ საერთო ჩამონათვალში მოქცევა უხერხულია , რადგან მის მიერ წარმოჩენილმა სამგანზომილებიან სივრცეში , კაცობრიობა დღემდე ფუსფუსებს და მიუხედავად აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ღრმა ქმედი