К основному контенту

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან / ქრონოსის ახირებანი / ესსე


ქრონოსის ახირებანი
ესსე
*


იჭვი

დრო მირბის, დრო მირბის,
ფინიშამდე მისვლა არ ძალუძს,
ზოგ სივრცეს გვერდს უვლის,
სხვა სამყარო, რომ გადამალოს.

დროსა და სივრცეზე საუბარი კაცობრიობას მარადიულ თემად ექცა და ალბათ ასე გაგრძელდებაუკუნითი უკუნისამდე”.
პირველი მცდელობა მოაზროვნე ადამიანის მიერ ამ თემის რეფლექსიისა ინდური მითოლოგიის, ვედების უძველესმა ნაწილმა, ”რიგვადამშემოგვინახა.
თავად, დრო-სივრცის ურთიერთკავშირი გააზრებულად და თვალსაჩინოდ უპანიშიდების ტექსტშია ასახული.
შემდგომ რა თქმა უნდა, ძველმა ბერძნებმა გამოიჩინეს თავი.
ნეტარი ავგუსტინე, პლოტინი, ევკლიდე სხვანი თავისებურად ცდილობდნენ კაცობრიობის დაკვალიანებას დრო-სივრცის მიმართ.
თუმც, ევკლიდეს ამგვარ საერთო ჩამონათვალში მოქცევა უხერხულია, რადგან მის მიერ წარმოჩენილმა სამგანზომილებიან სივრცეში, კაცობრიობა დღემდე ფუსფუსებს და მიუხედავად აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ღრმა ქმედითობისა, მას (სამგანზომილებიან სივრცეს) ვერ ელევა.
კლასიკური მექანიკის ფუძემდებლის ისააკ ნიუტონის მიხედვითაც, სივრცე ევკლიდურია. დრო კისამყაროს უცვლელი სიდიდეა, თავისთავად მიედინებაისე კი, დროს არსებობასა და არარსებობაზე უამრავი ბრძნული გამონათქმებია.
აღსანიშნავია გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის მიერ წარმოჩენილი ხედვა _ _”ეგზისტენციალური დრო” _ დროულობა”, რომელიც ყოფიერების საზრისის აღქმის თანმდევია. მას პერცეპტუალურ (აღქმით) დროსთანაც აიგიავებენ.  ”ეგზისტენციალური დროყოფიერების ცვალობადობასთან, ადამიანის შემოქმედებით განწყობასთან არის დაკავშირებული და ხშირად ღრმად ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, არსებობს ამ მსოფლმხედველობის უფრო სრული და მოცულობითი განზოგადოებაც.
დროს რაობის განსაზღვრის მცდელობები კვლავაც გრძელდება; ევრისტიკული მეთოდები, ხშირად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თითქოსდა მიუღწევადი, ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების, აღქმისა და გააზრების საფუძველზე შეცნობადი და მიღწევადი გამხდარიყო. მაგრამ. მე ამგვარიხედვებისმიმოხილვას, ან ინტრეპეტირებას არ შევეცდები და პირდაპირ იმ ხანას მივადგები, როცა ჩვენს ყოფაში დამკვიდრებული, სამგანზომილებიანი სივრცე, XX საუკუნის დასაწყისში, ანრი პუანკარესა და გერმანე მინკოვსკის მეცნიერული გათვლების საფუძველზე, დრო-სივრცის კონტინიუმით შეივსო. და კაცობრიობა სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა, თუმც, როგორც ერთ ჩემს ლექსში ჩავაქარაგმე, ძველი სამყაროს თვალსაჩინო მოაზროვნენი, ”ბრტყელ მიწაზეჩაისახნენ და არც გრავიტაციაზე, ანუ ფარდობითობის თეორიის მიხედვითსივრცის გამრუდებაზეჰქონდათ, რაიმე, ფიქრშესახები წარმოდგენა.
ახლა, აინშტაინის ციტატა გავიხსენოთ, რათა ჩემმა თხრობამ უფრო დინამიურად წაიწიოს წინ ანუ: ”დრო და სივრცე ჩვენი აზროვნების მოდელია და არა ის გარემო პირობები, რომელშიც ვცხოვრობთგაამხილა მან.
დრო-სივრცის კვლევისას სტივენ ჰოკინგმა აღნიშნა რომ იგიკვანტური გრავიტაციის ევკლიდეს მიდგომას”, ეყრდნობა და რეალური დრო, წარმოსახვითითაა ჩანაცვლებული, ამგვარიინტერპრეტაციასკი, თურმე, მეოთხე განზომილების ფუნქცია აკისრია; „ევკლიდეს მიდგომაში, წარმოსახვით დროში სამყაროს ისტორია ოთხგანზომილებიანი გამრუდებული ზედაპირია, დედამიწის ზედაპირის მსგავსად, მაგრამ ორი დამატებითი განზომილებით“.
მიაქციეთ ყურადღება განმარტების ფრაგმენტსორი დამატებითი განზომილებით”. მე აღარ გამოვედევნები, ამ უდაოდ გამორჩეული მოაზროვნის შემდგომ მტკიცებულებებს, რა, როგორ და საიდან. აქ მთავარი ისაა, რომ სხვაგვარად იმარჯვა და ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ ოთხ განზომილებას, კიდევ ორი წაუმატა.
არადა, ამ ბოლო დროსშვეიცარიელმა მეცნიერებმა მათემატიკური მეთოდების მეშვეობით გამოარკვიეს, რომ თავის ტვინი მრავალგანზომილებიანი გეომეტრიული სტრუქტურებისგან შედგება, რომლებიც ოთხ, შვიდ 11 განზომილებაშიც კი არსებობენ”.
და რადგან წარმოსახვაზე მიდგა საქმე, ეს აშკარა პროვოცირებაა, ჩემი რანგის მკვლევარის მიმართ. თანაც, ბოლო დროს, მეცნიერულ სფეროებში, საყოველთაოდ დაშვებულ რელატივისტურ მიდგომას თუ გავითვალისწინებთ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დრო-სივრცე უსასრულოდ მრავალგვარია, აბა, ანგელოზებს და სხვა მათზე ბევრად უფრო დაწინაურებულებს, ამ სამყაროს ყოველი კუთხე-კუნჭულისთვის თვალის მიდევნება ნამდვილად გაუჭირდებოდათ… (კვანტური მექანიკის პირობაზე, მიკროსამყაროში არსებული მოვლენა _”სუპერპოზიცია”, მარტივად განსაზღვრავს ნაწილაკის, რამდენიმე მდგომარეობაში ერთდროულად ყოფნას.)
სხვათაშორის, მრავალი ფილოსოფიური მოძღვრებისდა მიუხედავად, დრო-სივრცის ფენომენზე საუბრისას, უცილოდ გასათვალისწინებელია ბუდიზმის მიმდევართა თვალსაზრისი, რომლის მიხედვით სამყარო უსასრულო მდინარეა; იგი მუდამ იყო; მასში არ არის, არც წარსული და მომავალი, მით უფრო დრო. და რაც მთავარია დღევანდელი მეცნიერული ხედვის მიერ, ასე ატაცებულიდიდი აფეთქება”, არც კი მოიხსენიება. ამ მოძღვრებისდა მიხედვით ადამიანის ცნობიერება სამყაროს ნაწილია.
ისე, ესდიდი აფეთქება”, ვთქვათ და მართლაც გათამაშდა, მაგვარი სცენარი, არ მგონია ასე მნიშვნელოვანი იყოს. ბევრად მნიშვნელოვანი ცნობიერებაა; წარსული, აწმყო და მომავალი კი, აშკარად ადამიანის ცნობიერებასთან არის დაკავშირებული და სრული შესაძლებელია, ჩვენთვის უხილავ პარალერულ სივრცეში, ამა თუ იმ ინფორმაციული ველისგან მატერიალიზირებული სამყაროც არსებობს და მოაზროვნე არსებათა მოდგმაც, თანმდევ პრობლემებს ეჭიდება. ეს იდეაც არახალია, მაგრამ ამგვარი რეალობის ხედვებიც სხვადასხვაგვარიამთავარია, მათ გარკვეულ ნაწილს .. რეალურად ხილულ სამყაროში, საკეთილღეო პრაქტიკული გამოყენება ჰქონდეს,
ასე რომ, ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ, და სწორიცაა ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, თავად ბუნებით, არსითაა მოწოდებული მარადიული უსასრულობის შემეცნებისკენ; მარამ ჩვენ არ ვართ ერთადერთი გონიერნი, რომელიც სამყაროსა და სამყაროთა მრავალფეროვან კრებულს აკვირდება; და თავდაუზოგავად ცდილობს გაერკვეს, საიდან და როდის
ყოველივე ეს, ამგვარიშემეცნებებითდაინტერესებულ პირთა მიმართ ითქმის, თორემ ისე, დედამიწაზე მცხოვრები მილიარდობით არსება, ბევრადმარტივადცხოვრობს. და სიხარულისა და მწუხარების გააზრებაშიც, ბევრად მარჯვედაა დახელოვნებული.
ესეს დსაწყისში წამძღვარებული შაირი თუ კატრენი, ვინმეს უსაფუძვლო ახირებად, რომ არ მოგეჩვენოთ, შეგახსენებთ, რომ ორფიკოსთა (რელიგიური მოძღვრების ორფიზმის მიმდევრები, რომელთა შორის პითაგორელებიც იყვნენ) თანახმადდროის განსახიერება ქრონოსისგან იშვნენ ცეცხლი, ჰაერი, წყალიდა ქრონოსი ლამის სამყაროს დასაბამადაა მიჩნეული. და ამ ჩემსიჭვსაც

დრო მირბის, დრო მირბის,
ფინიშამდე მისვლა არ ძალუძს,
ზოგ სივრცეს გვერდს უვლის,
სხვა სამყარო, რომ გადამალოს.

გარკვეული საფუძველი გააჩნია.
ეს გახლავთ თავისებური ახსნა იმისა, რომდროს”, როგორც, გამორჩეულად მოქმედ პირს, სუბსტანციას, რომელიც, ასე ძლიერაა გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, და რეალურად გვშველის განვსაზღვროთ, კაცობრიობის მოღვაწეობის ეტაპები, თითქოსდა დამოუკიდებლად შეუძლია  სამყაროს მოდელირება, კორექტირება
რატომაც არა, კაცობრიობა დრო-სივრცეში ვითარდება და არაბრტყელ მიწაზე”. ვთქვათ, რასაც, ადრე სამგანზომილებიან სივრცეში, ვერ აღვიქვამდით, ოთხგანზომილებიან სივრცეში, ბევრად უკეთ ვაანალიზებთ. და დროთა შემდგომ, ”თერთმეტ განზომილებიანმსოფლიოში, მოსალოდნელია, ბევრად წარმტაცად ვინავარდებთ, და . . ასე რომდროშთამბეჭდავად და დინამიურად მოქმედიპირია”. იგი ყველგან და ყველაფერშია. ქრისტე ღმერთიც კი, გარკვეულ, დროსა და გარკვეულ სივრცეში მოევლინა სამყაროს.
თავად ის, რომ დედამიწაზე, მისი ფიზიკური მოვლინება, სადღაც რამდენიმე მილიარდი სინათლის წინ დაშორებული ეგზოპლანეტაზე მოხვედრილმა, ”მომავლისადამიანმა, შესაბამისი დაკვირვების შედეგად შეიძლება ცხადლივ იხილოს. ან ის, რომ  გრავიტაციული ტალღების მეშვეობით, სამყაროს ადრეული ეტაპების ხატოვანი აღქმაა შესაძლებელი იმაზე მიგვანიშნებს, რომ დრო განსაკუთრებული ფენომენია.
ამგვარიიჭვიკიდევ უფრო მტკიცდება მაშინ, თუ საქვეყნოდ ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის  პოლ დირაკის, უკვე, თითქმის ახდენილ წინასწარმეტყველებას დავიმოწმებთ.
პოლ დირაკმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში განაცხადა თუ არსებობს მატერია, უნდა არსებობდეს ანტიმატერიაც და მისგან შექმნილი ანტისამყაროცო.
თუ რა ვნებათაღელვა გამოიწვია მისმა წინასწარმეტყველებამ, კერძოდ, ჰიპოთეზამ პოზიტრონის _ ანტინაწილაკის არსებობის შესახებ, ამის მოძიება დაიტერესებულ მკითხველს, ინტერნეტში თავად შეუძლია.
ათეული წლების შემდეგ ფიზიკოსებმა შეძლეს ანტიმატერიის მიღება და მისი ექსპერიმენტალურ მახეში შეყოვნება. (სხვათაშორის, ანტიმატერია ენერგიის ძალზე ძლერი წყაროა. მარსზე სამოგზაუროდ 1 მილიგრამი ანტინივთიერებაა საკმარისი, თუმც მისი ამ რაოდენობით მოპოვება ჯერხანად, მხოლოდ ჰიპოთეტიკურია.)
მაგრამ, მე, უპირველესად, ამ მიდგომის საწყისი, ფილოსოფიური არსი  მიზიდავს.
ანუ ვარუდი იმისა, რომ სადღაც ანტისამყაროცგვემალებაგამართლებულია, (გინდაცუკუქცევადითუსარკე სამყარო”) სადაც ანტისივრცე დაანტიდროა”. ანუ დრო უკუღმა ტრიალებს. ხატოვნად, რომ აღვიქვათ, წარმოსახვით  ”მებიუსის ლენტზეგადავინაცვლოთ.
მაშასადამე, სიცოცხლე აქაურ რეალობაში კი არ მთავრდება, არამედ, საპირისპირო ანტიმატერალურ სამყაროში განაგრძნობს შესაბამისმოგზაურობას”.
                                                                                                                                                            ..



***

იხილეთ _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы / Quantum pulses / ჯ.გ. / Дж. Г. / J.G.
 *
***





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან / ესსე

*   შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან ესსე   სამყაროს შემეცნება მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი მიდგომით ვერ ხერხდება ; თუმც ამგვარ ქმედებისკენ მიდრეკილება ზოგ ცნობილ მეცნიერსა თუ მკვლევარში უცილოდ შეინიშნება .   ხშირია შემთხვევა , როცა მათემატიკით გაჯერებულ დისციპლინებზე , ” ჩაციკლულ ”   პროფესიონალთა ნაწილს , იმის წარმოდგენაც კი უჭირს , რომ ჰუმანიტარული აზროვნების მქონე პირთაგან , შესაძლოა ამ მიმართებით , რაიმე ყურადსაღები ითქვას . ამგვარად , სწორხაზოვნულად აზროვნების მქონენი , თავისი საქმის პროფესიონალები არიან , მაგრამ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა ნაკლებად ძალუძთ ან პროფესიონალური ამპარტავნობის გამო გაურბიან . ჰუმანიტარსაც გააჩნია , რამდენად ახერხებს იგი ლოგიკურ აზროვნებას . წერით , მრავალი წერს , თუმც … ისე , გრაფომანები მათემატიკურ სფეროშიც უამრავია , მაგრამ მათ ” მათემატიკოსობის ” ხარისხი პრაქტიკული , გაწონასწორებული პერსონის იმიჯს უნარჩუნებს .   ” კვანტური სამყაროს ” იდუმალება დღეს

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში იუმორნარევი ესსე ერთხელ აინშტაინს უთქვამს : ” მინდა , რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ” კვანტური ფიზიკა ”. ხოლო , სიკვდილის შემდეგ , იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება , როგორ მუშაობს ტურბულენტობა .”_ ო ეს ხუმრობა , გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს . სამყაროს სრული შემეცნება , ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება . ზოგჯერ , თვალსაჩინო მეცნიერიც კი , ისეთ აღმოჩენას აკეთებს , რომლის სრულ არსში გასარკვევად , თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით , საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება . ზოგჯერ , იმ სხვასაც , არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით , აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება - შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება . და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი , პროზაიკოსი , დრამატურგი , პუბლიცისტი , ესეისტი … ანუ

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

პრეამბულა / Preamble    მოაზროვნე , სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო , შემოქმედებითი , ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება , კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის . ამგვარმა დიალოგებმა , ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას .    ასოციაციის დამფუძნებელთა მიზანია წაახალისონ სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა , მეცნიერთა , მკვლევართა ურთიერთათანაშრომლობა . რათა ლიტერატორებს და ხელოვანებს , მიეცეთ სტიმული დაინტერესდნენ მეცნიერების ამა თუ იმ დარგით , შექმნან აღქმული ცოდნის შედეგად მოტივირებული ნაწარმოებები . და შესაბამისად , მეცნიერებმა , მკვლევარება შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინონ მწერალთა და ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ . აკი , ოდითგანვე ცნობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა , პოეზიისა და ხელოვნების საერთო ჰორიზონტისა და ურთიერთმასტიმულირებელ ქმედებათა შესახებ . ”… იგი შესანიშნავი მაგალითია ი