К основному контенту

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან / ხელოვნური ინტელექტი და ”კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია”




ხელოვნური ინტელექტი დაკოპენჰაგენის ინტერპრეტაცია
რა სიბრიყვეა, მკითხველთა სიმრავლის იმედი გქონდესკარგა ხანია, საზოგადოების  დიდ ნაწილს, წიგნების სურნელი აღარ იზიდავს. მჩატე, მარტივი ამბები, სქემატური სექსუალური თუ კრიმინალური დატვირთვით, კიდევ ჰოძველებურად მიმზიდველად, რომანტიკულ გარემოში გაღვივივებულ სასიყვარულო თავგადასავალთა შთაგონებით, ყმაწვილთაგან, ცოტა ვინმე თუ შეუპყრია კაეშანს
ხატოვნად აზროვნებაც არარად უღირთ, რადგან ვირტუალურმა სამყარომ ლამის შთანთქაიუზერთადიდი ნაწილის სააზროვნო სივრცე. თუმც, ამ ქვეყანას, კიდევ შემორჩნენ, ბუნენებს მადლით აღმატებული მკითხველნი, რომლებიც, ერთგულდ ინახავენ, მხატვრული, სამეცნიერო ლიტერატურისადმი სიყვარულს
მაგრამ, ადამიანთა ჭარბი უმრავლესობა, კითხვას, რომყურებასარჩევეს, ესეც აშკარაადა იქნებ, ხატოვან აღქმებზე აგებული გსართობი პროგრამები, გარკვეული სახით სავალებულოც კი გახდეს, ქართული ტელე-რადოებისთვის.
აჰ, როგორ! შეიცხადებსცნობილ სახეთა არმია” ”ეს, ხომ ძალმომრეობაამაშინ, შესაძლოა, მომავლისინტელექტის”, გარკვეულ ბიორობოტთა, ისეთი დაპროგრამება შევუკვეთოთ, რომლებიც ხატოვანი აზროვნების ნიმუშებს შემოგვინახავენ და გამოტუტუცებულჩმორებსშიგადაშიგ წარმომავლობას შეახსენებენ.
ბევრს ჰგონია, რომ ადამიანი , ხელმარჯვე ოსტატივით, მხოლოდ იმგვარ ბიორობოტს შექმნის, რომელიც მას მოემსახურება, მაგრამ ინოვაციური სწრაფვა, ისე მძლავრად გაიტყუებს, ნებსით თუ უნებლიეთ იმგვარად სრულყოფილ, თვითგანვითარებადხელოვნურ ინტელექტს მოავლენს ამქვეყნად, რომ მის მართვას, ვეღარ შესძლებსთუ, რა თქმა უნდა, განსაზღვრულეთიკურ ნორმასარ დაუქვემდებარამისი გონი.”
ვთქვათ:
აი, ის დროც დადგა, როცა სერიულად დაიწყეს, ადამიანთა მსგავსი ბიორობოტების გამოშვება. ბევრი მათგანი უმალვე თვალსაჩინოდ მოერგო კაცობრიობის შემოქმედებით ასპარეზს
ქმნიდნენ კლასიკური პოეზიის სადარ ლექსებს, ბელეტრისტიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს, მრავალფეროვანი ხერხებით გაჯერებულ დრამატულ ნაწარმოებებს, მხატვრობის, სკულპტურისა და არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებსინოვაციური სიტყვაკაზმულობის შედევრებს და ასე შემდეგ. ნაწარმოებებსაც თავად აფასებნენ, რადგან ხელოვნურ ინტელექტს თავისუფლად შეეძლო პარალელურ რეჟიმში კრიტიკული შემფასებლის პროგრამითაც ესარგებლა.
და რა თქმა უნდა, ადამის მოდგმისთვის მწერლობა, ძველბურად განსაკუთრებულ, გამორჩეულ, მიმზიდველ, იდუმალებით მოცულ პროფესიას აღარ წარმოადგენდა. არც საქვეყნოდ ცნობილი შარლატანებისა და ავანტიურისტების მემუარები იზიდავდა ვისმე. ის კი არა, ჭკვიანი ტექნოლოგიებით გაბეზრებულ ადამიანებს, აღარც ლექსებისა თუ მხატვრული ლიტერატურის თხზვა ეხალისებოდათ.
მაგრამ, რიჩოსმძაფრიგენეტიკის კვალობაზე გამოჰყვა პოეტური ნიჭიმუზის მოძალებას ვერა ვერ გაუმკლავდა. წერდა და წრდა და რადგან მკითხველი თითქმის აღარ იყო, გადაწყვიტა შესატყვისი მონაცემების ბიორობოტი დაექირავებინა ანუ ერთგული მკითხველი და თანამოსაუბრე. იფიქრა, იფიქრა და არჩევანი ქალური ფსიქო-ფიზიოლოგიის მატარებელ ბიორობოტზე შეაჩერა.
ტისა მომხიბლავი ქერათმიანი, თუმც მისი მომხიბვლელობა პირობითი გახლდათ, რადგან მას თავისი გარეგნობის ცვლა პარტნიორი მამაკაცის გემოვნებისდა მიხედვით შეეძლო.
ოღონდ, ტისას, ამ საოცარ არსებას, მარტო რიჩოს ნაწერები, როგორ მოუკლავდა კითხვის მადას, მას რაღაც წამებში შეეძლო, ამა თუ იმ კლასიკოს ავტორთა, ტომეულების შეფასება. ერთს შეიყნოსავდა და დიაგნოზიც მზად იყო. მაგრამ პატრონს, ანუ რიჩოს, მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი დითირამბების მოსმენა, მაშინ უფრო იზიდავდა თუ ტისა შიგადაშიგ, ვითომდაც შედარებისთვის, სხვა ავტორთა განქიქებასაც მოიშველიებდა. თანაც, გამოკვეთილად შესძახებდა;  ”ტრა-ტრა-ტრა-წაკუნა!”
ერთხელაც, ტისა, თვითგანვითარების პირობაზე, საკუთარიინტელექტისშეცნობას მიეძალა, და ნიჭიერი ავტორებისადმი რიდი იგრძნო. ანუ, ბიორობოტ ტისაში თავისებურმამორალმასპონტანურად იწყო ჩასახვა.
და ჩვენც, მოგვიწევს დღეისათვის, მეტად მნიშვნელოვან და სათუთ თემაზე ვიმსჯელოთ; თუ რა მორალით, ზნეობით, ეთიკით ისარგებლებსმომავლის ინტელექტი”. ზნეობა, სხვადასხვა ეპოქაში, მსოფლიოს სხვადასხვასეგმენტშისხვადასხვაგვარად იყო შემეცნებული, მაგრამ, დღეს, პროგრესიულად მოაზროვნე კაცობრიობისთვის, იგი უპირველესად ჰუმანისტური იდეებით განისაზღვრება.
დროა გავიხსენოთმორალური რელატივიზმის” (”რელატივიზმ­ Phil. L. relativus შეფარდება / შემეცნების თეორიაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც ჩვენს ცოდნას მხოლოდ შეფარდებითად მიიჩნევს და უარყოფს ობიექტურ ჭეშმარიტებას.”) განმარტება, მაგრამ ვგონებ უმჯობესია, კულტურული რელატივიზმის განმარტებიდან მოვიშველიო ამონარიდი: ”არ არსებობს .. „სანიმუშოკულტურა, ან უნივერსალური ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც გაიზომება ამა თუ იმ კულტურის ვარგისიანობა.”
ანუვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას.” ხელოვნურ ინტელექტის პროგრამირებაზე მოგახსენებთ, დამუდმივადგანვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლებსაც იმ ფანტასტიკურ მომავალშიცსხვის დაკრულზე ცეკვა მოუწევთ”.
მოსალოდნელია, ხელოვნური ინტელექტის თვითნებურადგაბლატავება”, რამაც ადამიანთა დღევანდელ მოდგმას, შესაძლოა მომაკვდინებელი საფრთხე შეუქმნას.
მაგრამ, უიმედობამ ნამდვილად არ უნდა შეგვიპყროს, რადგან ის მილარდობით ატომი, რომელთაგან ადამიანი შედგება, როგორც ამბობენ მგზნებარე ვარსკლავთა გულებშია გამოვლილი, რაც ალბათ, ადამიანის გონის უნივერსალობისა და თვითმყოფადობის გარანტიაადა არც სამყარო იქნება, მათდამი, ისეთივე ლოიალური, როგორცადამის მოდგმის მიმართაა”, ანუკოპენჰაგენის ინტერპრეტაციისმიხედვით, ისე, როგორც ჩვენი, ყოველიახირებებისდამიხედვით, მათ მოსალოდნელხუშტურზებზეც”,  არ გააგრძელებს უწყვწეტ დაშლასა დაფერიცვალებას”, რათა მათი ყოველი, შესაძლო ქმედების შედეგებს მიესადაგოს

P.S. 1925-27 წელს გენიალური ფიზიკოსების ნილს ბორისა და ვერნერ ჰეიზენბერგის მიერ შექმნილიკოპენჰაგენის ინტერპრეტაციაიუწყება, რომ ერთდაიგივე კვანტურ ნაწილაკს სხვადასხვაგვარად მოქცევა შეუძლია და სამყარო არსებითად იშლება, რათა ყოველი ჩვენი ქმედების, მოსალოდნელ შედეგს მიესადაგოს

ანუ ჩემეული ხატოვანი აღქმით:



კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის

ინტერპრეტაცია

სამყარო ცდილობს ჩვენს გონს აამოს,

ჩვენს მშფოთავ სულებს მიესადაგოს,

ნართაულ ნირში გადასხვაფერდეს,

ჩვენს ამბიციებს გასწვდეს, უწამლოს
                                                            ჯ.გ.
 






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან / ესსე

*   შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან ესსე   სამყაროს შემეცნება მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი მიდგომით ვერ ხერხდება ; თუმც ამგვარ ქმედებისკენ მიდრეკილება ზოგ ცნობილ მეცნიერსა თუ მკვლევარში უცილოდ შეინიშნება .   ხშირია შემთხვევა , როცა მათემატიკით გაჯერებულ დისციპლინებზე , ” ჩაციკლულ ”   პროფესიონალთა ნაწილს , იმის წარმოდგენაც კი უჭირს , რომ ჰუმანიტარული აზროვნების მქონე პირთაგან , შესაძლოა ამ მიმართებით , რაიმე ყურადსაღები ითქვას . ამგვარად , სწორხაზოვნულად აზროვნების მქონენი , თავისი საქმის პროფესიონალები არიან , მაგრამ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა ნაკლებად ძალუძთ ან პროფესიონალური ამპარტავნობის გამო გაურბიან . ჰუმანიტარსაც გააჩნია , რამდენად ახერხებს იგი ლოგიკურ აზროვნებას . წერით , მრავალი წერს , თუმც … ისე , გრაფომანები მათემატიკურ სფეროშიც უამრავია , მაგრამ მათ ” მათემატიკოსობის ” ხარისხი პრაქტიკული , გაწონასწორებული პერსონის იმიჯს უნარჩუნებს .   ” კვანტური სამყაროს ” იდუმალება დღეს

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/

არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში იუმორნარევი ესსე ერთხელ აინშტაინს უთქვამს : ” მინდა , რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ” კვანტური ფიზიკა ”. ხოლო , სიკვდილის შემდეგ , იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება , როგორ მუშაობს ტურბულენტობა .”_ ო ეს ხუმრობა , გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს . სამყაროს სრული შემეცნება , ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება . ზოგჯერ , თვალსაჩინო მეცნიერიც კი , ისეთ აღმოჩენას აკეთებს , რომლის სრულ არსში გასარკვევად , თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით , საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება . ზოგჯერ , იმ სხვასაც , არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს და სამყაროსეული შემეცნებისდა მიხედვით , აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება - შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება . და თუ ჩემსავით სამყაროს იდუმალებით მოხიბლული პოეტი , პროზაიკოსი , დრამატურგი , პუბლიცისტი , ესეისტი … ანუ

”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

პრეამბულა / Preamble    მოაზროვნე , სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო , შემოქმედებითი , ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება , კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის . ამგვარმა დიალოგებმა , ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას .    ასოციაციის დამფუძნებელთა მიზანია წაახალისონ სხვადასხვა სფეროს შემოქმედთა , მეცნიერთა , მკვლევართა ურთიერთათანაშრომლობა . რათა ლიტერატორებს და ხელოვანებს , მიეცეთ სტიმული დაინტერესდნენ მეცნიერების ამა თუ იმ დარგით , შექმნან აღქმული ცოდნის შედეგად მოტივირებული ნაწარმოებები . და შესაბამისად , მეცნიერებმა , მკვლევარება შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინონ მწერალთა და ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ . აკი , ოდითგანვე ცნობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა , პოეზიისა და ხელოვნების საერთო ჰორიზონტისა და ურთიერთმასტიმულირებელ ქმედებათა შესახებ . ”… იგი შესანიშნავი მაგალითია ი